ქუთაისის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული – კორდონი შენობას აქტივისტებისგან იცავს

428

ქუთაისის მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტოვისტები მერიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

აქციის მონაწილეებს “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები თბილისიდანაც შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეები მერისა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის საქმიანობას გააპროტესტებენ. მერიის წინ სამართალდცველებს კორდონი აქვთ გაკეთებული.