სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მოადგილედ, ახალციხის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით ლომიძე დაინიშნა. იგი კურატორობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურს გაუწევს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავით ლომიძის დანიშვნის შესახებ ბრძანება 17 თებერვალს დაიწერა. რწმუნებულის მოადგილის რანგში მუშაობას კი, ხვალიდან, 18 თებერვლიდან შეუდგება. დავით ლომიძე ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარედ "ქართული ოცნებიდან"  2015 წლის 28  დეკემბერს აირჩიეს.
გორის მერიას ერთი წელია ტექნიკური მარილი არ შეუძენია. ამის ამსახველი დოკუმენტაცია მოვიძიეთ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.  შესყიდვების ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, ბოლო შესყიდვა 2020 წლის 18 თებერვალს განხორციელდა. გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ კომპანია "ლორდისგან'' 90 ტონა ტექნიკური მარილი შეიძინა. რაც შეეხება მიმდინარე ზამთრის სეზონს, გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა შეიძინა მხოლოდ 30 ტონა ქვიშა, თანაც გუშინ, 2021 წლის 16 თებერვალს....
17 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში „სოფლის კრება“ ჩატარდა. „სოფლის კრებაზე“ ყიზილაჯლოელებმა გადაწყვიტეს თუ რაში უნდა დაიხარჯოს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან, სოფლისათვის გამოყოფილი 20 000 ლარი. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ყიზილაჯლოს მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლის მთავარი პრობლემა გზის და გარე განათების არარსებობაა. „კარგი რამე თუა ხელს ყველაფერზე მოვაწერ. გზები დანგრეულია ასფალტი გააკეთონ, სადაც საჭიროა გაარემოტონ“. „კანალიზაცია გააკეთეს და გზა სულ გაფუჭდა....
16 თებერვალს საღამოს დაწყებულმა უხვმა ნალექმა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მძიმე პრობლემები შექმნა. მე-12 ზონაში შემავალ საავტომობილო გზებზე მოვლა-პატრონობა კომპანია "საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ს აქვს დავალებული. თუმცა, გორის მერიამ გზების გასაწმენდად "კეთილმოწყობის სამსახურის" ტექნიკა გამოიყვანა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. როგორც მოვიძიებით, გორსა და მის მიმდებარედ, ასევე ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტოტირაზე, გზების მოვლა-შენახვისთვის გამოყოფილია 4 მლნ ლარი. კომპანია...
video
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები დასრულდა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მოსახლეობას ყველა სოფელში შეხვდნენ. პრიორიტეტები უკვე შერჩეულია, სამუშაოები კი აპრილის ბოლოს დაიწყება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წელს 520 000 ლარი დაიხარჯება. თანხა კი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება. ყველაზე პატარა სოფელი 10 000 ლარს მიიღებს, დიდი კი 20 000 ლარით დაფინანსდება.
კახეთში ქარსაფარი ზოლის მოწყობისა და კოოპერატივების საქმიანობის საკითხებზე გასვლითი შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კომიტეტის წევრი დეპუტატები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერ არჩილ ხანდამაშვილთან ერთად, გურჯაანში, კოოპერატივების წარმომადგენლებსა და ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის ძირითადი საჭიროებები, რაც კოოპერატივების წარმატებული საქმიანობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია.
video
თელავის გენერალური გეგმა მოიცავს ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კულტურული, გასართობი, შემეცნებითი სივრცეების მოწყობას. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. გეგმა 2018 წელს დამუშავდა და თვითმმართველობას აქვს განსახილველად გადაცემული. აღნიშნული გეგმის მიხედვით, ქალაქის ცენტრი უნდა განვითარდეს. დაგეგმილია, რომ ეს ტერიტორია იქცეს საფეხმავლო მოედნად და გახდეს ე.წ „სამზეუმო კვარტლის“ ცენტრი. ასევე არსებული თეატრის შენობაში დამატებით შეიძლება მოეწყოს კინოთეატრის დარბაზები, სახურავზე კი - რესტორანი. რეკონსტრუქციას საჭიროებს ასევე...
გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია, თუმცა არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. გიორგი გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და სამწუხაროა, რომ...
სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერმინისტრობის კანდიდატი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“,- აღნიშნა მან. შეგახსენებთ, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. პრემიერმინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით,...
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, გახარიას საქციელი დასაფასებელია და მისი გადადგომით ნათელი გახდა, რომ ენმ-ის ოფისში სისხლისღვრა იგეგმებოდა. მელიას თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მმართველ გუნდთან შეხვედრას ითხოვს. "ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს, რიგ "ქართული ოცნების"  წარმომადგენლებში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გახარიას, რომელმაც, როგორც ჩანს, მეორედ აღარ გადადგა სისხლისღვრისკენ ნაბიჯი, რომლისკენაც ალბათ, საკუთარი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ. გახარიას საკმარისი პოლიტიკური და...
ვიცეპრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ერთიანი ნარჩენების მართვის პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში 7 ნაგავსაყრელის მშენებლობა იგეგმება. მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ნარჩენების მართვა ძალიან კომპლექსური და მნიშვნელოვანი საკითხია. "ჩვენ ვოპერირებთ 54 ნაგავსაყრელს, აქედან 24 დაიხურა, რადგანაც არ შეესაბამებოდა არანაირ სტანდარტს. 30 ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია მოხერხდა, თუმცა, ეს არის დროებითი გამოსავალი, ვინაიდან, ჩვენ ერთიანი ნარჩენების მართვის პროგრამის ფარგლებში რეგიონული ნაგავსაყრელების პრინციპზე გადავდივართ. ამ...
2012 წლამდე ჯამში 68 კმ საერთაშორისო მაგისტრალი იყო შეყვანილი ექსპლუატაციაში, მხოლოდ ერთ წელიწადში 2020 წელს ჩვენ გავაკეთეთ საერთაშორისო მაგისტრალის 70კმ გზა, ეს ერთი შედარება არის საკმაოდ თვალსაჩინო, - ამის შესახებ პირველმა ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების საპასუხოდ განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე წინა მმართველობის დროს, 8 წლის განმავლობაში 20 მილიარდი...
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია ოპოზიციის სახელით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას ითხოვს. მელიას თქმით, პირველ რიგში ოპოზიცია ელჩების ჩართულობით, ხელისუფლებასთან შეხვედრის ჩატარებას გეგმავს, სადაც სწორედ ვადამდელ არჩევნებზე უნდა ისაუბრონ. „დღეს ჩვენ ერთგულები ვართ იმ გარდაუვალი ცვლილებებისა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს და ეს არის ახალი ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს, დაწყებული სამართლებრივიდან, დამთავრებული სხვა...
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ეკრანული სათბურების (სკრინჰაუსი) მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ორ საერთაშორისო სტანდარტის სათბურ იზოლატორში ვაზისა და ხეხილის მაღალი კატეგორიის საბაზისო, სადედე ნარგაობები მოეწყობა, საიდანაც სადედე მასალა სანერგე მეურნეობებში გავრცელდება. „800 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული სათბური იზოლატორები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის...
პრემიერმინისტრს გადადგომისთანავე უფლებამოსილება უწყდება. გადამდგარია მთავრობაც, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს. პარლამენტს კი, 2-კვირიანი ვადა აქვს, რომ ნდობა ახალ პრემიერმინისტრს და მის მიერ შეთავაზებულ კაბინეტს გამოუცხადოს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს. გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო...
პრემიერმინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ