გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები დასრულდა – რა პრიორიტეტები შეირჩა და როდის დაიწყება სამუშაოები

317

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები დასრულდა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მოსახლეობას ყველა სოფელში შეხვდნენ. პრიორიტეტები უკვე შერჩეულია, სამუშაოები კი აპრილის ბოლოს დაიწყება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წელს 520 000 ლარი დაიხარჯება. თანხა კი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება. ყველაზე პატარა სოფელი 10 000 ლარს მიიღებს, დიდი კი 20 000 ლარით დაფინანსდება.