ბერბუკის დევნილთა დასახლების მაცხოვრებლები გორის მუნიციპალიტეტის მერიას ავტობუსების მარშრუტში ცვლილების შეტანას სთხოვენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მათი განმარტებით, ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი მათ დასახლებამდე არ მიდის და გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ.
მათი თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით უჭირთ ბავშვებს, რომლებსაც სოფლის სკოლაში გაკვეთილები შუადღემდე უმთავრდებათ.
"ლურჯი ავტობუსები ბერბუკის მაღაზიამდე ამოდის, სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც გაკვეთილები ადრე უმთავრდებათ და სკოლის ტრანსპორტს რამდენიმე საათი ვერ ელოდებიან, ფეხით მოდიან დევნილთა დასახლებამდე. სკოლა ბერბუკშია. ჩვენ დასახლებამდე ტრიალდება ავტობუსი...
გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევისას, მოსახლეობამ სკვერებისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა მოითხოვა.
სკვერისა და საბავშო ატრაქციონების მოწყობა სურთ აძვში, ხოლო თორტიზაში, ქვემო ნიქოზში, ქვემო ხვითში, დიდ გარეჯვარში, ქვემო რიეთში, ერგნეთში, მეჯვრისხევის ფაბრიკის დასახლებაში, ბობნევში, ზემო ბოშურსა და სათბურის დასახლებაში სკვერის მოწყობა სურთ.
მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მათი სოფლისთვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევა 15 თებერვლიდან დაიწყო.
2020 წელს, გურჯაანის მერიამ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 6 სპორტული მოედნის მოწყობა დააფინანსა.
ახალი მოედნები მოეწყო:
ველისციხეში;
კარდენახში;
ვეჯინში;
ვაჩნაძიანში;
ქალაქ გურჯაანში (ორი სპორტული მოედანი);
გურჯაანის მერიის ცნობით, ასევე ახალი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები სოფელ ჯიმითშიც დაიწყო.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მრავალწლიანი ხის ნერგების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.8 სახეობის ნერგის შესაძენად 32 810 ლარია გათვალისწინებული.
გორის მერია ფოტინიას, აუკუბას, ბურთისებრი ფორმის ნეკერჩხალს, აკაციას, წითელფოთოლას, ბურთის ფორმის ოლეანდარს, წითელ მუხას და ორნაკვეთა გინკგოს შეიძენს.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ნერგების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში სარაჯიშვილის, მოსულიშვილის, ახმეტელის და ბარათაშვილის ქუჩების გზების რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის ღირებულება 1 464 633 ლარია და ოთხივე ქუჩაზე ასფალტის საფარის და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.
განახლებული გზებით 4000 ბენეფიციარი ისარგებლებს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
გორის მერიის თანამშრომლების ჩაცმულობაზე კომპანია ,,დებსთაილი'' იზრუნებს. ამის შესახებ გორის სატენდერო კომისიამ 10 მარტს იმსჯელა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სხდომის ოქმის მიხედვით, მანამდე დისკვალიფიკაცია კომპანია "უნიფორმა და უსაფრთხოებას'' მისცეს, რადგან მერიის მიერ შეკვეთილ ნიმუშებში ხარვეზები აღმოაჩინეს.
"უნიფორმა და უსაფრთხოება-ს" სიკვალიფიკაცია მიეცა, რადგან მის "მიერ წარმოდგენილ ქურთუკს არ აქვს შუქამრეკლი, სახელოებზე იღლიის ნაკერთან, არ აქვს საჰაეროები, სახელოებზე იდაყვის ადგილებში არ...
კრწანისის რაიონის გამგეობამ, 2020 წელს, 9 სახლის კაპიტალური გამაგრება დაიწყო და ამ დროისთვის, სამუშაოები ყველა მისამართზე დასრულებულია.
ეფრემ მცირის ქ. N6 და N12, ცურტაველის ქ. N13, საიათნოვა ქუჩა N17, ორთაჭალის ქ. N20, ვერცხლის მე-2 ჩიხი N24, თელეთის მე-3 შესახვევი, მერჩულისა და ახოსპირელის ქუჩებზე მდებარე სახლებს სრული გამაგრება ჩაუტარდა.
სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართებზე სარდაფებში მიწის სამუშაოები შესრულდა, ასევე, საძირკველი რკინა-ბეტონით გამაგრდა. რის...
თელავში ნადიკვარის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის დავით ქსოვრელიშვილის თქმით, პარკის რეაბილიტაცია მაისში დასრულდება.
პროექტის ღირებულება 317 000 ლარია.
თბილისის მერიასა და შპს „თბილისის მიკროავტობუსს“ შორის ახალი ხელშეკრულება ფორმდება, რომლის თანახმად, 2031 წლის ჩათვლით ანუ სანებართვო ვადის ბოლომდე დედაქალაქის მთავრობა კომპანიას გარკვეულ ანაზღაურებას გადაუხდის. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ აქამდე მგზავრების გადაყვანით მიღებულ შემოსავალს „თბილისის მიკროავტობუსი“ იღებდა, მომავალში თანხა პირდაპირ თბილისის მერიის ბიუჯეტში შევა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
ახალი ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არაა, ამიტომ რა თანხას გადაუხდის წლიურად...
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, ვაქცინის მიღებადმდე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ის მინიმალური წესები დაიცვას, რომელიც ამ ეტაპზეა საჭიროა.
ამასთან, მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ვაქცინა ქვეყანაში უახლოეს მომავალში შემოვა.
„ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე, საზოგადოების მხრიდან შეინიშნება რეკომენდაციების უგულებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა,...
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა, დიალოგი კონსტუქციულ რეჟიმში განაგრძოს.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მმართველი გუნდი სრულად იზიარებს ევროპული საბჭოს რეკომენდაციებსა, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა რაც შეიძლება მოკლე დროში გამონახონ საერთო ენა. რაც შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტს, პრემიერის შეფასებით, მოლაპარაკებების პროცესში მისი ჩართულობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს.
„15-17 მარტს მივემგაზავრებით ბრიუსელში, რომლის ფარგლებში...
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ონლაინ მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რეგიონში ტურიზმის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ტურისტულ პროდუქტებსა და შესაძლებლობებს დეპარტამენტის წარმომადგენლები ITB Berlin-ზე ბიზნეს პარტნიორებსა და მედიის წარმომადგენლებს ონლაინ შეხევდრებისას აცნობენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოფენაზე საქართველოს, დეპარტამენტთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ტურისტული კომპანიები წარმოადგენენ. მსოფლიოში უმსხვილესი საქმიანი ტურიზმის გამოფენის ძირითადი...
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ბათუმში, 26 მაისის #63-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი მოინახულა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი გააჩნია.
მისი თქმით, იქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შენობის გამაგრებაა საჭირო.
დეპუტატი აპირებს, ხვალვე მიმართოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, პირველივე შესაძლებლობისთანავე, უმოკლეს ვადაში განხორციელდეს ძეგლის რეკონსტრუქცია.
ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, იგი კონსულტაციებს აჭარის მთავრობასთან გამართავს, რათა აღნიშნული საკითხის მოგვარების...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი უძღვებოდა, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის დამტკიცებული გეგმის ფარგლებში, საქართველოს 2020-2025 წწ. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში მოისმინეს.
საკითხი წარმოადგინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, რომლის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია ქვეყნის რეგიონული განვითარება და მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაცია.
„ამ მხრივ გადადგმული ნაბიჯებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც მიღებულია...
ქუთაისის მერიასთან ე.წ. ნიკეას ბაზრის მოვაჭრეებმა პროდუქტი მიიტანეს და ვაჭრობა დაიწყეს.
მათი თქმით, ბაზრის ადმინისტრაციამ გადასახადი 10 ლარით გაზარდა და იძულებული გახდნენ, პროტესტი ამ ფორმით გამოხატონ.
მოვაჭრეების განცხადებით, გაზრდილ გადასახადს ვერ გადაიხდიან და მერიას ადმინისტრაციასთან შუამდგომლობას სთხოვენ. მათი მოთხოვნა არსებული გადასახადის შენარჩუნებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.
ე.წ. ნიკეას ბაზრის ადმინისტრაციამ მოვაჭრეებს გადასახადი დღეიდან გაუძვირა. მოვაჭრეებმა მუშაობაზე უარი თქვეს.
პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც სამშენებლო ამნისტიას ითვალისწინებს.
პროექტს, 11 მარტს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პარლამენტის წევრი მაია ბითაძე წარადგენს.
პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ამნისტია ყველა ტიპის მშენებლობას შეეხება - პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.
თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































