გორის მერიის თანამშრომლების ჩაცმულობაზე კომპანია ,,დებსთაილი” იზრუნებს. ამის შესახებ გორის სატენდერო კომისიამ 10 მარტს იმსჯელა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სხდომის ოქმის მიხედვით, მანამდე დისკვალიფიკაცია კომპანია “უნიფორმა და უსაფრთხოებას” მისცეს, რადგან მერიის მიერ შეკვეთილ ნიმუშებში ხარვეზები აღმოაჩინეს.
“უნიფორმა და უსაფრთხოება-ს” სიკვალიფიკაცია მიეცა, რადგან მის “მიერ წარმოდგენილ ქურთუკს არ აქვს შუქამრეკლი, სახელოებზე იღლიის ნაკერთან, არ აქვს საჰაეროები, სახელოებზე იდაყვის ადგილებში არ აქვს საცვეთელები, ქურთუკის საყელოს კისერთან არ აქვს გაყრილი რეზინა პლასტმასის ფიქსატორით, ქურთუკის კაპიუშონი არ არის წინაფრიანი, კაპიშონს არ აქვს გაყრილი რეზინა, ქურთუკის მათბუნებელს არ აქვს მაღალი ყელი და ჩაჭრილი ჯიბეები.” – აღნიშნულია კომისიის დასკვნაში.
რაც შეეხება “დებსთაილს”, როგორც ირკევა, აღნიშნული სამკერვალო საწარმო გორის მერიას ადრეც მოემსახურა კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლების, თუმცა მის მიერ წარდგენილი ნიმუშები იყო მრავალფეროვანი – წითელი, მწვანე და სტაფილოსფერი.
2021 წელს კი, გორის მერიამ გადაწყვიყა, რომ 30-მა თანამშრომელმა ჩაიცვას მხოლოდ და მხოლოდ ლურჯი ფერის სამოსი. პრეს-სამსახურის განცხადებით, ლურჯი სამოსელით ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლები შეიმოსებიან, რადგან მოსახლეობამ მათი იდენტიფიცრება შეძლოს.