ქუთაისის მერიასთან ე.წ. ნიკეას ბაზრის მოვაჭრეებმა პროდუქტი მიიტანეს და ვაჭრობა დაიწყეს.
მათი თქმით, ბაზრის ადმინისტრაციამ გადასახადი 10 ლარით გაზარდა და იძულებული გახდნენ, პროტესტი ამ ფორმით გამოხატონ.
მოვაჭრეების განცხადებით, გაზრდილ გადასახადს ვერ გადაიხდიან და მერიას ადმინისტრაციასთან შუამდგომლობას სთხოვენ. მათი მოთხოვნა არსებული გადასახადის შენარჩუნებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.
ე.წ. ნიკეას ბაზრის ადმინისტრაციამ მოვაჭრეებს გადასახადი დღეიდან გაუძვირა. მოვაჭრეებმა მუშაობაზე უარი თქვეს.