გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში სკვერებისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა მოითხოვეს

929

გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევისას, მოსახლეობამ სკვერებისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა მოითხოვა.

სკვერისა და საბავშო ატრაქციონების მოწყობა სურთ აძვში, ხოლო თორტიზაში, ქვემო ნიქოზში, ქვემო ხვითში, დიდ გარეჯვარში, ქვემო რიეთში, ერგნეთში, მეჯვრისხევის ფაბრიკის დასახლებაში, ბობნევში, ზემო ბოშურსა და სათბურის დასახლებაში სკვერის მოწყობა სურთ.

მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მათი სოფლისთვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევა 15 თებერვლიდან დაიწყო.