ლადო მგალობლიშვილი: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა უზრუნველყოს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქცია

681

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ბათუმში, 26 მაისის #63-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი მოინახულა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი გააჩნია.

მისი თქმით, იქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შენობის გამაგრებაა საჭირო.

დეპუტატი აპირებს, ხვალვე მიმართოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, პირველივე შესაძლებლობისთანავე, უმოკლეს ვადაში განხორციელდეს ძეგლის რეკონსტრუქცია.

ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, იგი კონსულტაციებს აჭარის მთავრობასთან გამართავს, რათა აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით, ბიუჯეტში დამატებითი რესურსები გამოინახოს.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.