გორის მერია მრავალწლიან ხის ნერგებს შეიძენს

886

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მრავალწლიანი ხის ნერგების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.8 სახეობის ნერგის შესაძენად 32 810 ლარია გათვალისწინებული.

გორის მერია ფოტინიას, აუკუბას, ბურთისებრი ფორმის ნეკერჩხალს, აკაციას, წითელფოთოლას, ბურთის ფორმის ოლეანდარს, წითელ მუხას და ორნაკვეთა გინკგოს შეიძენს.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ნერგების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.