ლილო-სამგორი-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე თბილისის მერიამ, შესაძლოა, უარი თქვას. ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, საკითხზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდა, თუმცა, ავსტრიულ კომპანიას მერიამ მეტროს პროექტირება არ დაუკვეთა.
„მიწისზედა მეტროს პროექტის ეტაპები იყო ასე - ჯერ უნდა ჩატარებულიყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, მერე პროექტირება და შემდეგ მშენებლობის დაფინანსება. კვლევა ჩატარდა, რომელზეც ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს...
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ მეჯვრისხევში საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა.
რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.4 მილიონი ლარია.
მათივე ინფორმაციით, 150 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის...
თბილისში 1 აპრილიდან სატრანსპორტო სქემის ახალი ინტეგრირებული სისტემა ამოქმედდება, რომელიც ახალ, ლურჯ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფის ცვლილებას ითვალისწინებს.
ცვლილების თანახმად, 300 ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 80-ის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება და გულისხმობს, რომ ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.
როგორც თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ამბობს, მგზავრები მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობებით, რაც ახლა მეტროსა...
თბილისში 24-მეტრიანი ავტობუსები აღარ იქნება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში ყველაზე დიდი - 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ.
ამასთან, მისივე განმარტებით, ახალი სატრანსპორტო ქსელი თბილისში 2023 წელს ამოქმედდება.
„ეს არის ვადა, რა დროსაც 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ახალი ავტობაზით გვეყოლება. მხოლოდ ამ დროისთვის შევძლებთ იმ ქსელის ამუშავებას, რაც „სისტრამ“ დაგვიწერა. მანამდე არის გარდამავალი ქსელი, რადგან სწრაფ დერეფანში...
დედაქალაქში პარკირების ფასი, შესაძლოა, გაიზარდოს. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მერია ზონალურ საათობრივი პარკირების გაფართოებას გეგმავს.
„კი, შესაძლებელია, რომ ფასი გაიზარდოს. ჩვენ გვაქვს სამდონიანი ფასი, 1 ლარი, 2 და 3 ლარი. ეს ფასი დავადგინეთ ჯერ კიდევ პანდემიამდე. მაგრამ დღეს რამდენად მიზანშეწონილია ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ამაზე საუბარი, ამის თქმა გამიჭირდება. არ განვიხილავთ ჯერ ფასის გადახედვას, მაგრამ...
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მომზადებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფუნდამენტური რეფორმა დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკის კუთხით ღონისძიებების ხარისხის ამაღლებასა და ექიმების კვალიფიკაციას გულისხმობს.
კერძოდ, მათივე ინფორმაციით, მაღალხარისხიანი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, პიროვნებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება ცალკეულ პირთა ჯანმრთელობის საჭიროებებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
„პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, სამინისტრომ საერთაშორისო...
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მუხიანის აგარაკებზე, ზნაკვის ქუჩაზე (ვარდისუბნისა და 26 მაისის ქუჩის დამაკავშირებელი ზედა მონაკვეთი) საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალარინების და სანიაღვრე ქსელი უკვე მოეწყო, ასევე, ასფალტის საფარი 1000 კვ. მ-მდე ფართობზე იგება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 62 742 ლარი გამოიყო. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო.
"ამჟამად, მუხიანის აგარაკებზე, გურიის...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ყოფილი საერთო საცხოვრებლის კორპუსებში მცხოვრები დევნილები, წლებია, კუთვნილი ფართების დაკანონებას ითხოვენ, თუმცა, პროცესი დღემდე ჭიანურდებოდა.
მინისტრის მოადგილეებმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა...
მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყერული პროცესები გააქტიურდა.
„გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყერული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
მათივე ინფორმაციით, გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება...
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ, სხვადასხვა პათლოგიის მქონე ბავშვებს ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ წყლის თერაპიას წელს პირველად დაუფინანსებს. აღნიშნულ მომსახურებაზე 21 600 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოცხადდა. დოკუმენტაციის მიხედვით, სერვისით 18 წლამდე ასაკის, ცერებრული დამბლისა ან სხვა პარალიზური სინდრომის მქონე ბავშვები თვეში 8-ჯერ ისარგებლებენ. მერიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე პროგრამაში ჯამში 20 ბავშვი ჩაერთვება. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
ფიზიკურ-გამაჯანსაღებელი მომსახურება უნდა მოიცავდეს:...
სმენადაქვეითებული ბავშვების ტრანსპორტირების პროგრამა ამოქმედდა. ინფორმაციას აჭარს მაუწყებელი ავრცელებს.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაფორმდა ხელშეკრულება მოსწავლეებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ განვითარების შეფერხება, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევები და მათი ტრანსპორტირება ყოველკვირეულად ქუთაისის სკოლა პანსიონში მოხდება. პროგრამაში ამ ეტაპზე ჩართულია რვა მოსწავლე. ისინი კვირაში 4 დღე პანსიონში გაატარებენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ხუთი ავტომობილის სანომრე ნიშანს ცვლის. აღნიშნული მომსახურებისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან 500 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განაცხადეს, საუბარია მერიისა და საკრებულოს ბალანსზე რიცხულ ავტომობილებზე. ძველი სანომრე ნიშნის შეცვლის მოთხოვნით, მარნეულის მერის მოავალეობის შემსრულებელს, ზაურ ტაბატაძეს ეკონომიკის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა მიმართა.
„საქართველოს კანონის...
ქუთაისში, აღამშენებლის ქუჩაზე შეჩერებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპროტესტებენ. გოგი წულაიას თქმით, თვეებია გზა გადათხრილი და მიტოვებულია. მიზეზი კომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის ხელფასის გადაუხდელობაა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
შეჩერებული სამუშაოების გამო პრობლემა ენება, როგორც მოსახლოებას, ასევე ათეულობით ბიზნესობიექტს.
"გუშინ იყო აქცია ნამოხვანჰესის წინააღმდეგ, რადგან გვეუბნებიან, კაშხალი უნდა ავაშენოთო. კაშხალი კი არა, გზა ვერ დააგეთ, თქვენ გენდოთ ჩემი მტერი. სამუშაოები 7 თვის წინ დაიწყო და არ...
300-მდე ოჯახი ქედის მერიას დაზიანებული სახურავების ახლით შეცვლას თხოვს. მათი განცხადებები მერიაში უკვე დევს, თუმცა, წელს ამ მიმართულებით 100 ათასი ლარია გამოყოფილი და თუნუქის ფურცლები მხოლოდ 70 ოჯახს გადაეცემა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ამ პროგრამით, რომელიც სიძველით დაზიანებული სახურავების ახლით შეცვლას გულისხმობს, მერია პირველ რიგში ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს აკმაყოფილებს.
პრიორიტეტულია ასევე მრავალწევრიანი ოჯახები და ისინი, სადაც შშმ პირები ცხოვრობენ. პროგრამაში მოხვდება ის ოჯახიც, რომელსაც ...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ განსაკუთრებით მძიმე სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 35001-ზე ნაკლები) ოჯახებისთვის გაზგამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ღირებულებას დააფინანსებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შესაბამის ხელშეკრულებას ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ სამეგრელო-გურიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა მოაწერეს ხელი.
„ეს იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც მძიმე სოციალური პირობები...
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, იმ მეთორმეტეკლასელებს, რომელთა ოჯახებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ,ქალაქის ბიუჯეტი 4 სასკოლო საგანში სააბიტურიენტო მომზადებას დაუფინანსებს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
პროექტში ხუთი ლიცენზირებული კერძო სკოლა არის ჩართული. ქუთაისის მერმა და სკოლების ხელმძღვანელმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების აბიტურიენტების საგამოცდო საგნებში მომზადების დაფინანსება გადავწყვიტეთ. შევხვდით ბავშვებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს და ერთობლივად ავარჩიეთ პროექტის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































