სმენადაქვეითებული ბავშვების ტრანსპორტირების პროგრამა

1043

სმენადაქვეითებული ბავშვების ტრანსპორტირების პროგრამა ამოქმედდა. ინფორმაციას აჭარს მაუწყებელი ავრცელებს.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაფორმდა ხელშეკრულება მოსწავლეებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ განვითარების შეფერხება, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევები და მათი ტრანსპორტირება ყოველკვირეულად ქუთაისის სკოლა პანსიონში მოხდება. პროგრამაში ამ ეტაპზე ჩართულია რვა მოსწავლე. ისინი კვირაში 4 დღე პანსიონში გაატარებენ.