მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყერული პროცესები გააქტიურდა.
„გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყერული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
მათივე ინფორმაციით, გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.