ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში იმას, რომ რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მოხდეს მშენებლობების განხორციელება. არ ვეწინააღმდეგებით მშენებლობას, განვითარებას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გენერალური გეგმის ფარგლებში,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დედაქალაქში ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისთვის აუცილებელი გახდა არსებულ მშენებლობებზე გარკვეული რეგულაციების დაწესება. როგორც კალაძემ განმარტა, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი სწორედ რეგულაციების გარეშე მიმდინარე მშენებლობებია.
„თქვენ იცით, რამდენად...
საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელი ფართოვდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, კახეთში ჭაბურღილებზე 7 ახალი ავტომატური სადგური მოეწყო.
სადგურები ალაზნის არტეზიული აუზის ფარგლებში, გურჯაანის, სიღნაღის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს და უახლესი ჰიდროგეოლოგიური აპარატურითაა აღჭურვილი.
აპარატურა მიწისქვეშა წყლების ძირითადი...
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ამოქმედდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„თბილისის მერია სხვადასხვა რაიონში და ქუჩაზე აგრძელებს ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამის დანერგვას. შემდეგი ეს გახლავთ ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები. აქ მოხდება ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვა და განხორციელება. აღნიშნულ გამზირებზე ათი მუნიციპალური პავილიონი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს მათი კუთვნილი ავტომანქანის რეგისტრაციაში ჩვენი თანამშრომლები...
გასულ წლებში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული სხვადასხვა აქტივობის გამო, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ ძველ მეწყრულ არეალში განვითარდა მეორადი გენერაციის მეწყერი, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 16 მარტიდან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზა გადაიკეტა, გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან (112) ვაშლიჯვრისკენ, "ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
დამეწყრილი...
საგაზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული მოსწავლეებისთვის სკოლებში სახელოვნებო წრეები და სპორტული კლუბები განახლდა. შესაბამისად, 15 მარტიდან ყველა მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს სხვადასხვა არაფორმალურ აქტივობაში.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესთან ერთად, ქვემო ქართლს ეწვია და რუსთავისა და მარნეულის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
„აღსანიშნავია,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან ლუიზა ვინტონთან და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელ დირექტორთან დავით მელუასთან ერთად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში საბავშვო ბაღი დაათვალიერეს, სადაც 5,28 კვტ. სიმძლავრის ქსელს მიერთებული მზის მიკროელექტრული სადგური დამონტაჟდა.
მუნიციპალიტეტის...
დმანისის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.
„პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ადმინისტრაციული შენობა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა, საგანგებო სიტუაციების...
მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარება და პოპულარიზაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2021 წლის მთავარი პრიორიტეტია, - ამის ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტზე წელს, ახალი საპიკნიკე ზონებისა და ტურისტული თავშესაფრის მოწყობას გეგმავს.
მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია და ზაფხულისთვის რეგიონს ახალი ტურისტული ადგილები შეემატება.
ზემო აჭარაში ევროპული დონის ველოინფრასტრუქტურისა...
2021 წელს აჭარაში 25 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია და 140 კმ-ზე მეტი გზის საფარის მოწყობა განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე განხორციელდება 230 საყრდენი კედლის მშენებლობა და 43 დამცავი ნაგებობების და წყალარინების მოწყობა.
„დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საავტომობილო გზების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძე დეტალურად გაეცნო აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. გაგრძელდება და სწრაფი ტემპით წარიმართება ახალი გზების...
ადიგენის მერიამ სარესტორნო მომსახურებისათვის 45 900 ლარი დახარჯა, - ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტმა წარმომადგენლობითი ხარჯების სახით 2018-2019 წლებში 46.1 ათასი ლარი, მათ შორის, 2018 წელს – 20.1 ათასი ლარი, ხოლო 2019 წელს – 26.0 ათასი ლარი დახარჯა. აღნიშნული თანხებიდან 45 9 ათასი ლარიკი კვების ობიექტებში ოფიციალური სტუმრების გამასპინძლებაზეა დახარჯული.
"მუნიციპალიტეტმა ვერ...
წინა სტატია
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციაზე განაცხადეს, რომ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას გაფრთხილება მისცეს.
რადიო "ძველი ქალაქისათვის" მოწოდებული ინფორმაციით, კომპანია "აკკორდმა" სამუშაოები თებერვლის მეორე ნახევრიდან პრობლემების გამო შეაჩერა, თუმცა, გზების დეპარტამენტში პრობლემის შინაარსი არ დაგვიკონკრეტეს. გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სამუშაოების შეჩერების მიზეზი დასაქმებულებისათვის ხელფასის არ გადახდა გახდა, დეპარტამენტში განგვიმარტეს, რომ გზების დეპარტამენტს შესრულებული სამუშაოების ღირებულება კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გადახდილი...
წყალაფორეთში ახალი სკოლა აშენდება თუ არსებული სკოლის რეაბილიტაცია მოხდება, – მუნიციპალური განვითარების ფონდში ამ საკითხს სპეციალისტები სწავლობენ. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
„ეს კომპლექსურად შესასწავლი საკითხია, – ამბობს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია, – განხილვის პროცესში ჩართულები არიან გეოლოგები, არქიტექტორები და კონსტრუქტორები. არ ვიცით, რა დრო დასჭირდებათ სპეციალისტებს საექსპერტო დასკვნის მისაღებად. დასკვნის შემდეგ მივიღებთ გადაწყეტილებებს და შესაბამისად ვიმოქმედებთ. დაინტერესებული ვართ, რომ...
ადიგენის მერია საწვავს, სავარაუდოდ, არაავტორიზებულ მანქანებში ასხამდა, - ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად სარგებლობდა 9-11 სამორიგეო ავტომანქანით, რაც აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. აღნიშნულ პერიოდში ავტომანქანებზე დაიხარჯა 83.5 ტონა საწვავი, საერთო ღირებულებით − 180.4 ათასი ლარი.
"მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესწავლით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საწვავი გამოყენებულია, სავარაუდოდ,...
ადიგენის 45 სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება, მიწოდებული წყლის ხარისხი კი არ მოწმდება, - ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბების – ადიგენისა და აბასთუმნის წყალმომარაგება ხორციელდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ.
როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში წყლის სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე დახარჯა 380.7 ათასი ლარი. თუმცა, წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული...
ადიგენის მერიის შიდა აუდიტი ფუნქცია-მოვალეობას არასათანადოდ ასრულებს, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
„არ არის შესწავლილი ორგანიზაციაში არსებული პროცესები და შიდა კონტროლის სისტემები, არ არის გამოვლენილი სისტემური ხასიათის რისკები. გამოვლენილ დარღვევებზე გაცემულია ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები და მათზე არ არის შედგენილი და აუდიტის ობიექტისათვის წარდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა“, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული რეკომენდაციები ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის წინაშე არსებული რისკების მართვისა და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას.
„შიდა აუდიტის სამსახურის...
ადიგენის მერიამ 557 500 ლარის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა, - ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"აუდიტის მიმდინარეობისას ჯგუფმა შერჩევით დაათვალიერა 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები. დათვალიერებით გამოვლინდა სულ 557.5 ათასი ლარის ღირებულების უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. კერძოდ, დაზიანებულია ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტები მაგალითად:
"2018 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სოფელ ბოლაჯურში სკოლამდელი აღზრდის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































