ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ამოქმედდება

447

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ამოქმედდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის მერია სხვადასხვა რაიონში და ქუჩაზე აგრძელებს ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამის დანერგვას. შემდეგი ეს გახლავთ ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები. აქ მოხდება ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვა და განხორციელება. აღნიშნულ გამზირებზე ათი მუნიციპალური პავილიონი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს მათი კუთვნილი ავტომანქანის რეგისტრაციაში ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარკირება უფასოა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლებმაც საკუთარი ავტომანქანა უნდა დაარეგისტრირონ მერიის სისტემაში და არაფერს გადაიხდიან. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ასევე უფასოა შშმ პირთათვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.