კალაძე: მაჭავარიანის ქუჩაძე გადაუდებელი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები უმოკლეს ვადაში გატარდება

592

გასულ წლებში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული სხვადასხვა აქტივობის გამო, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ ძველ მეწყრულ არეალში განვითარდა მეორადი გენერაციის მეწყერი, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 16 მარტიდან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზა გადაიკეტა, გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან (112) ვაშლიჯვრისკენ, “ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

დამეწყრილი უბნის შესწავლასა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პროცესში, თბილისის მერიის სამსახურებთან ერთად, ჩართულები არიან შესაბამისი უწყებების სპეციალისტები, რათა უმოკლეს ვადაში გატარდეს გადაუდებელი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რის შემდეგაც მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება და მოსახლეობა შეძლებს უსაფრთხოდ გადაადგილებას“, – განაცხადა კალაძემ.