დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესები ჯერჯერობით მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა თუ რეალური საფრთხე გაჩნდება, მერიას შესაბამის სამსახურებთან ერთად ევაკუაციის გეგმა უკვე აქვს.
როგორც ბენდელიანმა ბრიფინგზე აღნიშნა, მეწყერი ჯერ დასტაბილურებული არ არის და მერია ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არის.
„ვაკვირდებით მეწყრული მასების გადაადგილებას, მათ სიჩქარეს. რამდენიმე ექსპერტის მიერ შედგენილია რამდენიმე ტექნიკური დოკუმენტი, ასევე მუდმივად მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფის...
თბილისის მერიას თითქმის 5 წელი და 2.8 მილიონი დასჭირდა გენგეგმის შესამუშავებლად, რომლის მიხედვითაც თბილისი გეოსაშიშროების მქონე ზონებად დარაიონდა. მაჭავარიანის გზა და მიმდებარე ტერიტორია, სადაც მეწყერის საშიშროება არსებობს, მაღალი და საშუალო გეოსაშიშროების მქონე ზონებია, რაც მერიამ გზის მშენებლობის დაწყებამდე იცოდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
მაჭავარიანის გზის სამშენებლო სამუშაოებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანია “ბლექ სი გრუპი” ასრულებს, რომლის ერთ-ერთი მეწილე...
დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მომდევნო კვირაში ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე უახლესი მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება, რომელიც ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას უზრუნველყოფს.
ამასთან, როგორც ბენდელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, უპირველესად, ფერდობს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში ბუნებრივი მდგომარეობა უნდა დაუბრუნდეს და გაკეთდეს დროებითი წინაღობა, რათა მეწყრის მოძრაობა შემცირდეს.
„სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით დაიდო პირველადი გეგმა და ვიწყებთ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას.
პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა,...
ხულოს მერიის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პროექტის -"მოხალისე" პრეზენტაცია გამართეს.
„მოხალისე“ საზოგადოებრივი პროექტია, რომელიც სტიქიებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის პროცესებში მოხალისეთა ჩართულობას უზრუნველყოფს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა პროექტის გახორციელება 2019 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან დაიწყო და დღეს უკვე მოხალისეთა საერთო რაოდენობა 235-ს შეადგენს.
"საპილოტე ვერსიის ფარგლებში სახანძრო-სამაშველო განყოფილებისგან 90 კმ მანძილით დაშორებულ...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ახალ დარბაზში, "რუსთავის ინოვაციების ჰაბის" ხელმძღვანელის, რევაზ ბარბაქაძის ინიციატივითა და ადგილობრივი ახალგაზრდული სამსახურების ჩართულობით ახალგაზრდებისათვის ადგილობრივი პრიორიტეტების იდენტიფიცირების მიზნით, ჩატარდა სამაგიდე თამაში.
სამაგიდე თამაში, რომელზეც მუნიციპალიტეტის რუკაა გამოსახული, განკუთვნილია მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი მოკლევადიანი გამოწვევების იდენტიფიცირებისა და პრობლემების გადაჭრის გზის ძიებისათვის.
თამაში იყო საკმაოდ საინტერესო, თითოეული მონაწილის მოსაზრება აღირიცხა სპეციალურ ანკეტაში.
თამაშის შედეგად წარმოჩინდა ახალი იდეები, რომელსაც წარვუდგენთ ადგილობრივ...
ქარელის მუნიციპალიტეტში, აგარის ქუჩებისა და სოფელ ქვენატკოცის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. დაბა აგარაში 1600, ხოლო ქვენატკოცაში 1341 გრძივი მეტრი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის ფარგლებში ხორციელდება და მისი ბიუჯეტი, ჯამში, მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მისი თქმით, შიდა ქართლში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს,...
„ჯორჯიან მანგანეზისა“ და ჭიათურის მერიის ინიციატივით, ქალაქის შესასვლელთან, მდინარე ჯრუჭულას ხიდთან არსებული მონუმენტური ძეგლი განახლდება.
განახლებული მონუმენტის ესკიზების შექმნაზე კონკურსი 26 მარტს გამოცხადდა, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს, არქიტექტორ-დიზაინერებს – როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ.
როგორც “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე ხუთი საუკეთესო ნიმუში შეირჩევა, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ვებგვერდებზე, ასევე, სოციალურ...
სოფელ გალავანში ახალი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა დასრულდა.
მოედნის მოსაწყობად მცხეთის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 142 996 ლარი გამოიყო. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია "გლობალ სტანდარტმშენი” ასრულებდა.
"2020 წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალი სპორტული მოედნები 6 ადგილზე ლისში, ახალუბანში, მსხალდიდში, ჩარდახი, ქსანში და ციხისძირში აშენდა. მათ მოსაწყობად მცხეთის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი გამოყო.
ასევე, 2020 წელს დასრულდა არსებული სპორტულ მოედნებზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლებში: წეროვნის...
ქალაქ გურჯაანის წყალარინების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
"საპროექტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "არქ დიზაინ მშენი" ასრულებს, რომლის დასრულების შემდეგაც მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება", - განმარტავენ გურჯაანის მერიაში.
მათივე ცნობით, პროექტი, რომელსაც "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს, ქალაქ გურჯაანს წყალარინების გამწმენდი ნაგებობითა და გამართული სისტემით უზრუნველყოფს.
ევროკავშირი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მეშვეობით 7.15 მილიონ ევროს გამოყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოდერნიზაციისთვის - შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა.
ეს საგრანტო ხელშეკრულება ერთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილ საკრედიტო ხაზს, რომლის ჯამური მოცულობა 65 მლნ ევროს შეადგენს და რომლის მიზანსაც ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და გაფართოება წარმოადგენს.
ღონისძიებაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი...
დედაქალაქის მერია ვაშლიჯვრის მეწყრის შესაჩერებლად გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი მონაცემების თანახმად, სამუშაოებზე სულ 7 მილიონი ლარი დაიხარჯება. აქედან 500 ათასი ლარი კვლევებზე, 6.5 მილიონი ლარი კი სამშენებლო სამუშაოებზე დაიხარჯება. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
გამარტივებული შესყიდვის განაცხადში არ არის დეტალურად აღწერილი, უშუალოდ რა სახის საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ადგილზე.
"2021 წლის 1 მარტს ვაშლიჯვარი-ლისის (მაჭავარიანის...
ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა
ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული.
ადმინისტრაციული შენობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ალექსანდრე კალანდიასთან ერთად გახსნა.
„ოზურგეთში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 32 ახალი ადმინისტრაციული შენობა გავხსენით, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს...
გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება, რადგან არ გვაქვს ამის საფუძველი და ფუფუნება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა, სადაც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.
ამასთან, ტიკარაძემ გურიაში არსებულ ეპიდვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა. მისი თქმით, საჭიროა რეკომენდაციების დაცვა, რათა შეზღუდვები არ გამკაცრდეს.
„გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება,...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში კომპანია STS-ის წარმომადგენლემა შეხვედრა გამართეს, სადაც ქალაქის მულტიმოდალური ტრანსპორტის მობილობის სტრატეგიული გეგმის საჯარო განხილვა მოხდა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სტრატეგია ქალაქ სიღნაღში სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგებას ითვალისწინებს.
"დაგეგმარების პროცესში კომპანიასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად იყო ჩართული, რაც გეგმაში ორმხრივი შეთანხმების შედეგად შეტანილი ცვლილებებით გამოიხატა.
საჯარო განხილვაზე კომპანიის წარმომადგენლებსა და დამსწრე პირებს შორის კვლავ აქტიურად მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, გაჩნდა ახალი...
სოფელ სხვილისში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები და სახურავი, კაპიტალურად რემონტდება საბავშვო ჯგუფების ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები, ასევე მონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს შენობის ფასადის რეაბილიტაციასა და ეზოს კეთილმოწყობას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილ გარემოში 60 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით...
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო ახობაძემ თელავის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების გაფრქვევების შემზღუდავი, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სტიქიურ მოვლენებთან საადაპტაციო და მდგრადი ენერგეტიკის ხელშემწყობი საქმიანობის დაგეგმვის და მონიტორინგში მდგრადი მომავლის უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
როგორც შოთა ნარეკლიშვილმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს გარემოზე ზიანის შემცირების მიმართულებით.
„გარემოზე ზიანის შემცირების მიმართულებით ჩვენი მუნიციპალიტეტი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































