მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს როგორც კაპიტალური, ასევე, შიდა ეზოს მოწყობა, - აცხადებენ გამგეობაში. მათივე ცნობით, შიდა ეზოს მოწესრიგება ზანდუკელის ქუჩა N12-ში განხორციელდა. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, 750 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო ბორდიური. პროექტისთვის, რომელსაც მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 30 000 ლარამდე დაიხარჯა.
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, პირველი მიკრორაიონის N10 და N11 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცისა და მინი სპორტული მოედნის მოწყობა იწყება. სამუშაოების განხორციელების შედეგად, დასასვენებელი, ფიტნეს ზონა და სპორტული მოედანი მოეწყობა. დაიგება ბალახი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, ღია სივრცის ტენისის მაგიდა, განთავსდება სასმელი წყლის სოკო და საქანელა სკამები, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 269...
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 250 პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა პირველ სტუდენტებს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, განათლებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ახალ კოლეჯში სასწავლო სივრცეები და აუდიტორიები უახლესი აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვება. ყველა პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება სწავლებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით,...
სატრანსპორტო სქემის ახალი, ინტეგრირებული სისტემა თბილისში დღეიდან ამოქმედდება, რომელიც ახალ, ლურჯ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფის ცვლილებას ითვალისწინებს. მგზავრები მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობით, რომელიც ახლა მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს. ცვლილების თანახმად, 300 ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 80-ის ნაცვლად, 50 თეთრი ეღირება. ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა. რაც შეეხება მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებას, არსებული ყვითელი მიკროავტობუსების პარკი 1 000...
ქუჩაშიც რომ გაიაროთ, დაინახავთ, რომ ადამიანებს პირბადე აღარ უკეთიათ. ეს იმის მომასწავებელია, რომ შეიძლება სახელმწიფო იძულებული გახდეს, შეზღუდვები ისევ შემოიღოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „სიტუაცია არის დაახლოებით ისეთი, როგორიც გვქონდა სექტემბერ-ოქტომბერში. მაშინ ამას ზუსტად ერთ თვეში მოჰყვა შემთხვევების გაოთხმაგება. ქუჩაშიც რომ გაიაროთ, დაინახავთ, რომ ადამიანებს პირბადე აღარ უკეთიათ. ეს იმის მომასწავებელია, რომ შეიძლება...
პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. „როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე შემსუბუქებულია. დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა 18 მარტს. ამასთან, თეატრალური...
იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძეს რატი ბრეგაძე შეცვლის. მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრი პრემიერმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა. ბრეგაძე დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, გოჩა ლორთქიფანიძე მიემგზავრება ჰააგაში, გუშინ მისი ბოლო სამუშაო დღე იყო. "მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო მას და წარმატება ვუსურვო. რაც შეეხებათ ჩვენი მთავრობის ახალ წევრებს, ბატონი რატი ბრეგაძე დაინიშნა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე. რატი არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი,...
ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა. ახალი ფინანსთა მინისტრი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. ლაშა ხუციშვილი ამ დრომდე ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. "მინდა წარმოგიდგინოთ ლაშა ხუციშვილი. ბატონი ლაშა დიდი ხანია ფინანსთა სამინისტროშია. ის ძალიან კარგად იცნობს სისტემას. კერძოდ, 2014 წლიდან მას ეკავა ფინასნთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და დიდი ოცეულის ასოცირებული პლატფორმის ხელმძღვანელი...
სერგი მაკალათიას სახელობისგორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში USAID/Zrda-ს მხარდაჭერით ვიზიტორებისთვის ორი ახალი სივრცე მოეწყო "მუზუმში USAID/Zrda-ს მხარდაჭერით აღდგენილ იქნა მუზეუმის უნიკალური ნუმიზმატიკური კოლექცია და კეთილმოეწყო საგანმანათლებლო სივრცე. გარდა ეთნოგრაფიული მუზეუმისა, USAID/Zrda-ს მიერ მიერ გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურით აღიჭურვა ნიკო ლომოურის სახელობის მემორიალური მუზეუმიც", - აცხადებენ გორის მერიაში. მუზეუმების განვითარების მიზნით, გორის მერიამ გრანტი 2020 წელს USAID-ის ზრდა პროექტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოიპოვა. „ეს არაა...
გიორგეთში საბავშო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი რეგფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 799 890 ლარს შეადგენს. როგორც მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, სააღმზრდელო დაწესებულება 75 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშო ბაღში შეიცვლება სახურავი, იატაკი, კარ-ფანჯარა, სანიტარული კვანძი, ასევე, მოპირკეთდება ეზო ასფალტო ბეტონის საფარითა და დეკორაციული ბეტონის ქვით. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, გიორგეთის საბავშო ბაღი ერთ-ერთი საუკეთესო ბაღი იქნება მუნიციპალიტეტში და ის სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
ქუთაისის მერია სააღდგომო ნობათების შესაძენად ტენდერს აცხადებს. ჯამში სასურსათო კალათას 4 000 ბენეფიციარი მიიღებს, რისთვისაც მერია 188 760 ლარს დახარჯავს. ნობათების შემადგენლობაში შედის 1 ცალი გაყინული ქათამი, 2 კგ შაქარი, 1 ცალი შედედებული რძე, 1 ლიტრი ზეთი, 1 კგ შოკოლადის კანფეტი, ნაღების კარაქი, კვერცხი, პურის ფქვილი, მაიონეზი, პასკა. სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სურსათის დაპაკეტება 4000 პაკეტად და დარიგება მის მიერ შერჩეული შენობიდან. შერჩეული...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სკვერის მოსაწყობად ტენდერი გასული წლის ოქტომბერში გამოცხადდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. პროექტის მიხედვით, "შინ მოუსვლელთა პარკის" ტერიტორიაზე სკვერის მოსაწყობად  99 815 ლარი იყო გათვალისწინებული. როგორც გორის მერიაში განმარტავენ ამ დროისთვის სამუშაოებისთვის გათვალისწინებული თანხის გაზრდაზე მსჯელობენ. "აღნიშნულ ადგილას წელს აუცილებლად მოეწყობა სკვერი. საკრებულოშია თხოვნა გაგზავნილი თანხის გაზრდასთან დაკავშირებით, როგორც კი ეს საკითხი გადაწყდება, დაიწყება სამუშაოებისთვის მზადება", - განმარტავენ...
გორში, სტალინის ქუჩაზე არსებულ ტროტუარზე ფილებს ცვლიან. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  ამჟამად მიმდინარეობს ძველი ფილების აღება. ამის გამო ცენტრალური გზის ტროტუარის ნაწილი დროებით გადაკეტილია. აღნიშნული სამუშაოებისთვის მერიას ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რისთვისაც 990 320 ლარი გაითვალისწინა.
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე სანიაღვრე ჭების ლითონის ცხაურები, სავარაუდოდ, კომენდანტის საათის დროს მოიპარეს. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევა კვირაზე მეტი ხნის წინ მოხდა. "ღამე იყო ალბათ მოსული ვინმე და წაიღო, დილით არ დაგვხვდა. საკმაოდ მძიმეა ისე, რა მეტალია არ ვიცი", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. მერიაში ამბობენ, რომ ცხაურების დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ და შესაბამის ზომებს მიმართავენ.
სოფელ საქობოს მე-2 ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, სოფელ საქობოში გზის მოცემულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასოდეს არ ყოფილა. 527 გრძივი მეტრი საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, გზის ორივე მხარეს მოწესრიგდა სანიაღვრე არხი და გადასასვლელი ხიდ-ბოგირები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 254 923.61 ლარი შეადგინა.
2021 წლის 29 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების“ ქვეპროგრამის ფარგლებში სპორტული ინვენტარის შესყიდვაზე  ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. ტენდერის მიზანი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა და საჯარო სკოლების სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფაა. წინადადებების მიღება 2021 წლის 10 აპრილს იწყება და 2021 წლის 12 აპრილს 12 საათზე მთავრდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 67 000...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ