2021 წლის 29 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების“ ქვეპროგრამის ფარგლებში სპორტული ინვენტარის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ტენდერის მიზანი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა და საჯარო სკოლების სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფაა. წინადადებების მიღება 2021 წლის 10 აპრილს იწყება და 2021 წლის 12 აპრილს 12 საათზე მთავრდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 67 000 ლარია.
ქვეპროგრამის ფარგლებში ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 10 საჯარო სკოლა მიიღებს სპორტულ ინვენტარს (მაგიდის ჩოგბურთის კომპლექტი, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის აღჭურვილობა და სხვ.) საჭიროების მიხედვით.