USAID/Zrda-ს მხარდაჭერით გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ორი ახალი სივრცე მოეწყო

531

სერგი მაკალათიას სახელობისგორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში USAID/Zrda-ს მხარდაჭერით ვიზიტორებისთვის ორი ახალი სივრცე მოეწყო

“მუზუმში USAID/Zrda-ს მხარდაჭერით აღდგენილ იქნა მუზეუმის უნიკალური ნუმიზმატიკური კოლექცია და კეთილმოეწყო საგანმანათლებლო სივრცე.

გარდა ეთნოგრაფიული მუზეუმისა, USAID/Zrda-ს მიერ მიერ გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურით აღიჭურვა ნიკო ლომოურის სახელობის მემორიალური მუზეუმიც”, – აცხადებენ გორის მერიაში.

მუზეუმების განვითარების მიზნით, გორის მერიამ გრანტი 2020 წელს USAID-ის ზრდა პროექტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოიპოვა.

„ეს არაა პირველი გრანტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტმა USAID-ის ზრდა პროექტის მხარდაჭერით მოიპოვა. აღნიშნული ორგანიზაციის დახმარებით ქვეშში რეაბილიტირდა საბავშვო ბაღის შენობა, ციცაგიაანთკარში კი მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობა USAID-ის ზრდა პროექტს ასეთი მხარდაჭერისთვის და ახალი შესაძლებლობებისთვის”,- განაცხდა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.