გორში, სტალინის ქუჩაზე არსებულ ტროტუარზე ფილებს ცვლიან

676

გორში, სტალინის ქუჩაზე არსებულ ტროტუარზე ფილებს ცვლიან. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

ამჟამად მიმდინარეობს ძველი ფილების აღება. ამის გამო ცენტრალური გზის ტროტუარის ნაწილი დროებით გადაკეტილია.

აღნიშნული სამუშაოებისთვის მერიას ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რისთვისაც 990 320 ლარი გაითვალისწინა.