გორის მერია მეჯვრისხევში სკვერის მოსაწყობად გათვალისწინებული თანხის გაზრდას გეგმავს

288

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სკვერის მოსაწყობად ტენდერი გასული წლის ოქტომბერში გამოცხადდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

პროექტის მიხედვით, “შინ მოუსვლელთა პარკის” ტერიტორიაზე სკვერის მოსაწყობად  99 815 ლარი იყო გათვალისწინებული. როგორც გორის მერიაში განმარტავენ ამ დროისთვის სამუშაოებისთვის გათვალისწინებული თანხის გაზრდაზე მსჯელობენ.

“აღნიშნულ ადგილას წელს აუცილებლად მოეწყობა სკვერი. საკრებულოშია თხოვნა გაგზავნილი თანხის გაზრდასთან დაკავშირებით, როგორც კი ეს საკითხი გადაწყდება, დაიწყება სამუშაოებისთვის მზადება”, – განმარტავენ მერიაში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით 2020 წლის 7 ოქტომბერს გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა კომპანიამ გამოთქვა.