ქუჩაშიც რომ გაიაროთ, დაინახავთ, რომ ადამიანებს პირბადე აღარ უკეთიათ. ეს იმის მომასწავებელია, რომ შეიძლება სახელმწიფო იძულებული გახდეს, შეზღუდვები ისევ შემოიღოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„სიტუაცია არის დაახლოებით ისეთი, როგორიც გვქონდა სექტემბერ-ოქტომბერში. მაშინ ამას ზუსტად ერთ თვეში მოჰყვა შემთხვევების გაოთხმაგება. ქუჩაშიც რომ გაიაროთ, დაინახავთ, რომ ადამიანებს პირბადე აღარ უკეთიათ. ეს იმის მომასწავებელია, რომ შეიძლება სახელმწიფო იძულებული გახდეს, შეზღუდვები ისევ შემოიღოს. არგუმენტი, რომ კორონავირუსი მაქვს გადატანილი, არაფერს ნიშნავს. სამწუხაროდ, არამხოლოდ მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც დაფიქსირდა უკვე რეინფიცირების შემთხვევები“, – განაცხადა იმნაძემ.