აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის შემთხვევაში, შესაძლოა, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდეს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რეგიონში ეპიდსიტუაცია საყურადღებოა და მოქალაქეებს წესების დაცვისკენ მოუწოდებს. „ვითარება უკვე საყურადღებოა, მოქალაქეებს მინდა ვთხოვო, გაითვალისწინონ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, რომ შევძლოთ შემდგომი კვირები წარმატებულად ვმართოთ პროცესი და ზაფხულისთვის უკვე მოგვეცეს საშუალება, მივიღოთ ტურისტები. თუ საჭირო გახდა, არ გამოირიცხება წერტილოვანი შეზღუდვების თავიდან შემოღება, რადგან ეს არის ერთერთი ეფექტური გზა ამ გლობალურ...
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც იოსებ ხახალეიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხახალეიშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებს.
აშკარად იკვეთება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების ნიშნები, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების შესრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. „პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს, დაწესებული რეგულაციები ზედმიწევნით კარგად უნდა აღსრულდეს. დღეს არც პირბადის გამოყენების მაჩვენებელი გვაქვს მაინცდამაინც კარგი და არც წესების აღსრულების ნაწილში არის იდეალური მდგომარეობა. ბევრი დარღვევა ვლინდება და შრომის ინსპექტირების სამსახური ამას...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებაზე საუბარი არ მიდის, მაგრამ თუკი ამის აუცილებლობა დადგა, ქვეყანას იმ გზის გავლა მოუწევს, რაც მოერე ტალღის შემდეგ იყო. "დღევანდელი მდგომარეობით, ეს საკითხი არ განიხილება, თუმცა ჩვენ შევხედავთ სიტუაციას 7 დღიანი ინტერვალებით, ტენდენცია როგორ განვითარდება და გარკვეულწილად, მობილობის შეზღუდვის ერთ-ერთი საშუალება არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული ლიმიტირება. დღეს ამაზე...
სოციალური გასაცემლები, ეს არის მიზნობრივი სოციალური პროგრამა, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გასაცემლების წყაროს და პროგრამას სოციალურად დაუცველებისთვის. იმ სხვა დანარჩენ ბენეფიტებთან ერთად, ბუნებრივია საჭიროა კონკრეტული თანხის მიღება, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განაცხადა. „დღეის მდგომარეობით მოქმედებს ისეთი მეთოდოლოგია, რომელიც ყველაზე უკეთესად ხედავს ბავშვებს და ბავშვიან ოჯახებს და შეფასების მეთოდები, რომლებიც ახლა გამოყენებულია, არის წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შედგენილი კითხვარი,...
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია კახი კალაძის მიერ პოლიტიკიდან დისტანცირების შესახებ არის სპეკულაცია. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, კალაძე კვირის ბოლომდე გამოჩნდება საჯარო სივრცეში და არსებულ კითხვებს უპასუხებს. „ამაზე არ შეიძლება არ გავიხსენოთ ძველი ქართული გამოთქმა: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასე არის დღეს რადიკალური ოპოზიციის საქმე. რეალურად, საზოგადოება მოისმენს ყველაფერს კახი კალაძისგან, მას დაველოდოთ. რაც შეეხება მის...
წელს აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამამ მოსარგებლეთა რაოდენობა გაზარდა და ამ თვეშივე შესაძლებელი იქნება დამატებით 145 ბავშვი ჩაერთოს - ჯამში 1 375 ბავშვი და მოზარდი ისარგებლებს კომპლექსური თერაპიის კურსების დაფინანსებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პროგრამა 2015 წლის ივლისიდან ხორციელდება და დღემდე მისი ბიუჯეტი 500 000 ლარიდან 5 200 000 ლარამდე გაიზარდა. „სულ ახლახანს...
უახლოეს მომავალში, 700 ერთეული ახალი მიკროავტობუსი ეყოლება ქალაქს, რომელიც მოემსახურება თბილისის მოსახლეობას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, თბილისში მხოლოდ და მხოლოდ 1000 მიკროავტობუსის საჭიროება არსებობს. ამასთან, კალაძემ განმარტა, რომ გარდა ახალი მიკროავტობუსებისა, საზოგადოებრივ ტრანსპორტს 8 მეტრიანი ავტობუსები ემატება იმისთვის, რომ ქალაქის მოსახლეობამ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თავი. “დაწყებული გვაქვს მიკროავტობუსების განახლება, ჩვენ გამოვაცხადეთ...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო ამნისტიის საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ, ექსპლუატაციაში ის შენობა-ნაგებობები შევა, რომელიც 2020 წლის 18 აგვისტომდეა დასრულებული და მათზე დამტკიცებული პროექტის მიღმა გადაცდომები დაფიქსირდა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტმა უკვე დაიწყო. „საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო სამშენებლო ამნისტიის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენები. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კონკრეტულ კანონპროექტს დიდი მხარდაჭერა ექნება, იმიტომ, რომ დედაქალაქის მოსახლეობა...
დედაქალაქის მერია თბილისის ანძაზე პანორამული რესტორის გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ამ პროექტის კონცეფიციის შექმნაზე გვქონდა ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებული და ესტონურმა კომპანია „კოკომ“ გაიმარჯვა. პროექტი შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია ყველა წარმოდგენილი რეკომენდაცია. ეს პროექტი არის ჩემი წინასაარჩევნო დაპირება. რა თქმა უნდა, თბილისში გამოიძებნება საინვესტიციო ჯგუფები, ვინც...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ყაზბეგის გამზირსა და ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1 მაისიდან ამოქმედდება. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საბურთალოს რაიონში უკვე ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, სადაც მოსახლეობას პარკირების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლია. „1 აპრილიდან საბურთალოს რაიონში ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, რომლებიც განვათავსეთ იმისთვის, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგოს ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირზე და ქავთარაძის ქუჩაზე. მუნიციპალური პავილიონები მოქალაქეებს დაეხმარება ინფორმაციის მიღებაში....
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვაშლიჯვრის მეწყრის გამო მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ყოველი შემთხვევისთვის, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შემუშავებულია საევაკუაციო გეგმა. „ეს, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, თუმცა, რაღაც თუ მოხდება გადაუდებელი აუცილებლობა, ეს გეგმაც არსებობს. ვიმეორებ, მოსახლეობის ევაკუაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. თუ საფრთხე იქნებოდა, პირველები ჩვენ ვიქნებოდით,...
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" სახელმწიფო რწმუნებულების 2020 წელს გაწეული ხარჯების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2020 წელს გაწეული ხარჯები, რამაც ჯამურად 5,182,978 ლარი შეადგინა. კვლევაში თავმოყრილია მონაცემები გაცემული შრომის ანაზღაურების, ჯილდოს/პრემიის და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტიკაზე გაწეული და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ. ძირითადი მიგნებები: 2020...
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებულ ისტორიულ პროფესიულ სასწავლებელს სრული რეაბილიტაცია უტარდება. განათლებისა სამინისტროს ცნობით, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება და რამდენიმე თვეში დასრულდება. „განახლებული, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი კოლეჯი მსურველებს ძირითადად, სოფლის მეურნეობის მიმართულების პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 5 600 000 ლარია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი...
საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება მიმდინარეობს. განათლების სამინისტროს ცნობით, მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა საგურამოს საჯარო სკოლაში რიგით მესამე ტესტირება ჩაატარეს, მანამდე ჩატარებული ორი ტესტირებიდან კი ვირუსი არავის გამოვლენია. უწყების ცნობით, სავალდებულო ტესტირება, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, სკოლებში ორ კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება, შედეგად, საკუთარ ჯანმრთელობას აკონტროლებს 2085...
კახეთის რეგიონში ვენახების რეგისტრაცია მიმდინარეობს. ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება ამ ეტაპზე შემდეგ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს: ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი (წნორის მხარის სოფლები), თელავი და ახმეტა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რეგისტრაციის დაწყებაზე მევენახეები ინფორმაციას დამატებით მიიღებენ. უწყების ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია ზემოთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ მოქმედ სარეგისტრაციო უბნებზე. „თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებით გაშენებული ყველა ვენახის რეგისტრაცია სავალდებულოა. 2021 წლის რთველის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ