საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება მიმდინარეობს.
განათლების სამინისტროს ცნობით, მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა საგურამოს საჯარო სკოლაში რიგით მესამე ტესტირება ჩაატარეს, მანამდე ჩატარებული ორი ტესტირებიდან კი ვირუსი არავის გამოვლენია.
უწყების ცნობით, სავალდებულო ტესტირება, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, სკოლებში ორ კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება, შედეგად, საკუთარ ჯანმრთელობას აკონტროლებს 2085 საჯარო და 300-მდე კერძო სკოლის პედაგოგი, რაც მათი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.