გაბუნია: ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების ნიშნები აშკარად იკვეთება

368

აშკარად იკვეთება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების ნიშნები, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების შესრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს, დაწესებული რეგულაციები ზედმიწევნით კარგად უნდა აღსრულდეს. დღეს არც პირბადის გამოყენების მაჩვენებელი გვაქვს მაინცდამაინც კარგი და არც წესების აღსრულების ნაწილში არის იდეალური მდგომარეობა. ბევრი დარღვევა ვლინდება და შრომის ინსპექტირების სამსახური ამას ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მან ასევე დასძინა, რომ მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს არ მივიდეს შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობამდე, თუმცა ამისთვის წესების დაცვაა მნიშვნელოვანი.