აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის შემთხვევაში, შესაძლოა, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდეს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რეგიონში ეპიდსიტუაცია საყურადღებოა და მოქალაქეებს წესების დაცვისკენ მოუწოდებს.
„ვითარება უკვე საყურადღებოა, მოქალაქეებს მინდა ვთხოვო, გაითვალისწინონ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, რომ შევძლოთ შემდგომი კვირები წარმატებულად ვმართოთ პროცესი და ზაფხულისთვის უკვე მოგვეცეს საშუალება, მივიღოთ ტურისტები.
თუ საჭირო გახდა, არ გამოირიცხება წერტილოვანი შეზღუდვების თავიდან შემოღება, რადგან ეს არის ერთერთი ეფექტური გზა ამ გლობალურ გამოწვევასთან საბრძოლველად. “-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.