წინა სტატია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერას მიესალმება და მზადყოფნას გამოხატავს, ქვეყანას შეთანხმების საბოლოო მიზნის მიღწევაში დაეხმაროს. „ჩვენ მივესალმებით 19 აპრილს საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას. კეთილსინდისიერების ეს ნიშანი მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. მისი განხორციელება თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება. ერთგული ვრჩებით, დავეხმაროთ საქართველოს, რომ ამ შეთანხმებამ თავის მისწრაფებებს მიაღწიოს,“- წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი „ტვიტერზე“. "ქართულმა ოცნებამ" და...
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალსადენისა და წყალარინების სისტემის გასაახლებლად სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ„ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პროექტი მოიცავს 7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების სისტემის შეცვლა-რეაბილიტაციას. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს, ჰიდრანტებსა და ჭებს მოაწყობს. „ნაძალადების რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე არსებული წყალმომარაგების მოძველებული და ამორტიზებული სისტემის...
წინა სტატია შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ - შეთანხმება ხელმოწერილია "ნაცმოძრაობის", "ევროპული საქართველოს" და "ლეიბორისტების" გარეშე. დოკუმენტს ხელი რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანების სასახლეში მოეწერა. შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, "ლელოს" ლიდერებმა - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, "მოქალაქეების" თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა და "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. გარდა ამისა,...
არასამთავრობო ორგანიზაციები, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებენ, რომ მედიაციის პროცესში ჩართულმა მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ კომპრომისულ წინადადებას. "შესაძლოა, დოკუმენტი ბოლომდე არ ასახავდეს ჩართული მხარეების ყველა მოთხოვნასა და ინტერესს, თუმცა კომპრომისი სწორედ ასეთ შეუთანხმებელ საკითხებზე დათმობასა და კონსესუსის მიღწევას გულისხმობს. მისასალმებელია, რომ მედიაციაში ჩართულმა ცალკეულმა პარტიებმა დოკუმენტის ხელმოწერის მზაობა გამოხატეს,...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრომ ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი შექმნა, რომლის მიზანი იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრაა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ვებგვერდის მეშვეობით, მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, აცრისთვის წინასწარ გაიაროს რეგისტრაცია და თავად აირჩიოს მისთვის სასურველი ვაქცინა. რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება. „მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინების ჩამონათვალიდან მაქსიმუმ სამი სასურველი ვაქცინის არჩევის საშუალება აქვს. სამი ვაქცინის არჩევის შემდეგ, დამატებით...
მისასალმებელია, რომ მმართველი პარტიის, ასევე, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა გამოხატეს შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერის მზადყოფნა. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, მიიღონ ქვეყნის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებაშია აღნიშნული. IDFI-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, თუმცა აუცილებელია ოპოზიციის ჩართულობა. „სწორედ პარლამენტს აკისრია...
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა მივიდნენ. ისინი ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს ხვდებიან. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათია მიმდინარეობს. სამადაშვილი და ბოკუჩავა ოფისში მაშინ მივიდნენ, როცა ოპოზიციის წარმომადგენლები რიყეზე შეიკრიბნენ. „შევდივართ დამატებითი კონსულტაციებისთვის“, - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე სამადაშვილმა. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის,...
მივესალმებით პოზიტიურ ნიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, შარლ მიშელის შეთავაზება მიიღოს და ვიმედოვნებთ, რომ სხვა მხარეები ნაბიჯს გადადგამენ შეთანხმების მისაღწევად, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა. „ყველა მხარეს მოვუწოდებ, კომპრომისს მიაღწიონ, რათა იმ სიტუაციიდან გამოვიდნენ, რომელშიც საქართველო ახლა იმყოფება და განაგრძონ დემოკრატიული კონსოლიდაცია“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ...
იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც განისაზღვრა, თუ ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები. „უქმე დღეების შესახებ მიღებული დადგენილება, არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა (გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომელიც სხვა ნიშნით არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირს) და მათ მიერ შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ასევე დასვენების დღეები არ...
21-24 აპრილს 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა აიკრძალება, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 21, 22, 23 და 24 აპრილს, 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ყოველდღე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის...
ქედაში ციფრული წიგნიერების ცენტრი გაიხსნა, რომელიც ქედის ისტორიულ მუზეუმში განთავსდა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. სივრცე თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა სადაც უზრუნველყოფილია ინტერნეტი. ცენტრი განკუთვნილი იქნება ტრენინგებისა და შეხვედრებისთვის, კომპიუტერულ პროგრამებს შეისწავლიან ადგილობრივები.
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ოთარ ცარიელაშვილმა შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა. ცარიელაშვილმა უსამართლოდ მიიჩნია სააგენტოს გადაწყვეტილება მის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით. "სატენდერო კომისიის 2021 წლის 08 აპრილის N4 სხდომის ოქმის საფუძველზე მომეცა დისკვალიფიკაცია, იმ მოტივით, რომ განმეორებით არ წარვადგინეთ ელექტრონულ სისტემაში უკვე ატვირთული დოკუმენტები, რომელთა გაუქმებაც არ მომხდარა ჩვენ მიერ და მათი ნახვა-გაცნობა დღესაც შესაძლებელია. მოვითხოვ გაუქმდეს სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება" , - ვკითხულობთ დავის შინაარსში. აღსანიშნავია, რომ საქმე...
ადგილობრივი ხელისუფლების დაპირება, რომ სამეფო ქუჩის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ქვაფენილი დაიგებოდა, ტყუილი აღმოჩნდა. კომპანია ,,იბოლიას'' მიერ წარდგენილ ხარჯთაღვრიცხვაში მხოლოდ ასფალტ-ბეტონის სამუშაოებია გათვალისწინებული. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.  პროექტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, ისტორიულ ქუჩის დასაწყისი, ქვაფენილით უნდა მოპირკეთებულიყო. კერძოდ, ქვაფენილი, ძირითადად, სასულიერო გიმნაზიის წინ, ძველი ხიდიდან თამარ მეფის ქუჩის კვეთამდე უნდა გაკეთებულიყო. სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია 2020 წლის 24 ოქტომბერს, საპარლამენტო...
ქობულეთი-ქათამაძეები-ალამბრის მეურნეობის საავტომობილო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები  გრძელდება. ორივე მიმართულებით ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა სხვადასხვა ტიპის ხელოვნური და დამცავი ნაგებობებით. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების და მიწის ვაკისის მოწყობა. ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს აჭყვისთვავის ჩახედნასა და ლეღვას სოფლებში.
მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის ქედის მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელს ნახევარ მილიონ ლარს დახარჯავს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. გეოლოგების დასკვნის შესაბამისად, საყრდენი კედლები და გაბიონები მოეწყობა, როგორც საცხოვრებელ სახლებთან ასევე საავტომობილო გზებზე. სამუშაოები სულ 30 ობიექტზე განხორციელდება. ტენდერი ამ ეტაპისთვის მახუნცეთისა და თემში ჩასატარებელი სამუშაოებისთვისაა  გამოცხადებული.
ყოველთვიური 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენა 20 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით (01.01.2021-19.04.2021), ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 203 375 განაცხადია დარეგისტრირებული. „შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ თუ დამქირავებელი აპრილში აღარ წარადგენს განაცხადს, ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას ავტომატურად გამოიყენებს წინა თვეების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ