გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ოთარ ცარიელაშვილმა შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა. ცარიელაშვილმა უსამართლოდ მიიჩნია სააგენტოს გადაწყვეტილება მის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით.
“სატენდერო კომისიის 2021 წლის 08 აპრილის N4 სხდომის ოქმის საფუძველზე მომეცა დისკვალიფიკაცია, იმ მოტივით, რომ განმეორებით არ წარვადგინეთ ელექტრონულ სისტემაში უკვე ატვირთული დოკუმენტები, რომელთა გაუქმებაც არ მომხდარა ჩვენ მიერ და მათი ნახვა-გაცნობა დღესაც შესაძლებელია. მოვითხოვ გაუქმდეს სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება” , – ვკითხულობთ დავის შინაარსში.
აღსანიშნავია, რომ საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს გამოცხადებულ ტენდერს სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში, ოთარ ცარიელაშვილი სააგენტოს ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებდა.
აღნიშნულ საჩივარს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭო 19 აპრილს, 14:00 საათზე განიხილავს.