შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების შეთანხმებაას ხელი მოეწერა. ხელშეკრულების მიზანია რეგიონებს შორის მრავალპროფილური ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარება. შიდა ქართლის რწმუნებულის მამუკა საღარეიშვილის თქმით თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს გაუზიარებენ. "ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, საშუალება მოგვეცემა მხარეებმა გავუზიაროთ გამოცდილება ეკომონიკის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და საერთო ინტერესების გათალიწინებით, მნიშვნელოვან პროექტებს...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 634 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 102 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე...
19 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სტუმრობა მარნეულის მერიას, 1 678 ლარი დაუჯდა. შესაბამისი დოკუმენტაცია ადგილობრივმა თვითმმართველობამ გმარტივებულ შესყიდვებში, 19 აპრილს ატვირთა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. საუბარია ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე, როდესაც არჩილ თალაკვაძე მარნეულში ჩავიდა და აზერბაიჯანელ თემეს ნოვრუზის დღესასწაული მიულოცა. სუფრა გაიშალა ინტიგამ ბადალოვის ოჯახში, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი და ადგილობრივი...
კახა კალაძეს არაფერი სჭირს, რომ ვინმეს გუნდში ვიხილოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, ჯერ ადრეა მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით საუბარი. „კახი კალაძეს არაფერი სჭირს, რომ ვინმეს გუნდში ვიხილოთ. საამისო არაფერი სჭირს კახი კალაძეს. რაც შეეხება მერობას, რამდენიმე დღის წინ, როდესაც გვქონდა შეხვედრა, ამასთან დაკავშირებით ვისაუბრე და ვრცლად გავაკეთე განცხადებები. ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, ვინ უნდა იყვნენ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზეა დაგეგმილი, ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ ვინ იქნებიან მერობის კანდიდატები მმართველი გუნდიდან. "ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ ვინ უნდა იყვნენ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით. როდესაც ამის დრო მოვა, პირობას გაძლევთ, პირველი გაიგებთ ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან, თუ ვინ იქნებიან ჩვენი მერობის კანდიდატები, ასევე საკრებულოების მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით. არჩევნები არის შემოდგომაზე, კანდიდატების წარდგენა...
ზემო პლატოს, მე-2 მიკრორაიონში, № 164 ბაღის მიმდებარედ, ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. აღნიშნულ მისამართზე, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი, დაახლოებით, 1 900 კვ.მ მოცულობის ფართობზე ეწყობა. პროექტი სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან 114 650 ლარით დაფინანსდა. ვარკეთილის ზემო პლატოს, №13 კორპუსის ეზოს მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია, დაახლოებით, 1 036 კვადრატული მეტრის მოცულობის ფართობზე ასფალტის საფარის დაგება და 94 კვადრატულ მეტრის...
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. პატარა ტბის დასახლებაში, წინამძღვრიშვილის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში გზის საფარის მოწესრიგება სრულდება. სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი დაახლოებით, 425 გრძივ მეტრზე მოეწყო. ასევე, გაკეთდა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები კი დაახლოებით, 4 500 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტისთვის 457 765 ლარი არის გათვალისწინებული. პატარა ტბის დასახლებაში გამგეობამ მაისურაძის, ტიხონოვის, გულისაშვილის, მარჯანიშვილის,...
მიხეილ სააკაშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს "ყოველგვარი დამამცირებელი პირობის გარეშე". ვიდეო მიმართვაში სააკაშვილმა თქვა, რომ "ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს და რა თქმა უნდა, ძალიან შორს არის იმისგან, ბოლომდე გადაწყვეტდა კრიზისს". მაგრამ მისივე თქმით, დოკუმენტში არის 2 ძალიან მნიშვნელოვანი რამ: "ჩვენი პარტიის გმირული თავმჯდომარე, ნიკა...
კრწანისის რაიონში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა. კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ კანდიდატებს 2020 წლისა და 2021 წლის პირველი კვარტლის ანგარიში წარუდგინა. მან, ასევე, ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. რაიონში, 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ჯამში, 500-მდე პროექტი განხორციელდა, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 15 337 900 ლარი დაიხარჯა. საგზაო ინფრასტრუქტურა 56 230 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა; ასფალტის საფარი 117...
video
ნაციონალური მოძრაობა მუნიციპალურ ორგანიზაციებში არსებულ კორუფციაზე საუბრობს. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ არსებული ხარვეზების გამო, რიგ კომპანიებს საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა უჭირთ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. პრობლემაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მაგალითად, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“  კონკრეტულ მოთხოვნაზე, 170-ზე მეტი ორგანიზაციიდან, მხოლოდ 80-მა უპასუხა. მათგან არცერთია ბათუმის მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაცია. როგორც პოლიტიკური ოპონენეტები, ისე მესამე სექტორი ეჭვობს, რომ შპს-ები და ა(ა)იპ-ები უბრალოდ აქტივის...
საბურთალოს რაიონში, ჭიათურის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, პროექტის ფარგლებში, ნასიძისა და ბზვანელის ქუჩების ნაწილის რეაბილიტაციაც ხორციელდება. სამუშაოების შედეგად, სანიაღვრე ქსელი 400 გრძივ მეტრზე მოეწყო და ჯამში, 3 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „ამ ქუჩებზე რთული მდგომარეობა იყო - არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნიდა. სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე, სანიაღვრე...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, გასული წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების - 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 13 შემთხვევა იდენტიფიცირდა. "საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას საკითხი. აღნიშნული პირების...
შეთანხმების დოკუმენტს ამ დრომდე ხელს არ აწერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის წევრები იმ მიზეზებს განმარტავენ, რატომ არ მოხდა პარტიის მიერ ხელმოწერა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს. “1. მელია ციხეშია და შეთანხმება არ მიგვაჩნია სწორად. 2. 20 ივნისის ამნისტიით და გირაოთი მელიას გამოშვება არ არის სამართლიანი და მისაღები. პრინციპულ პოზიციაზე ამ მიმართულებით მაინც შეგეძლოთ ყოფნა, რომ გამოვიდეს მელია და შემდეგ მოვაწერთ. “პოსლეზე” მოწერა...
მთავრობა მიწის რესურსებს აღრიცხავს და ერთიან ბაზას შექმნის. ამის შესახებ დადგენილება უკვე გამოქვეყნდა. კერძოდ, დადგენილების თანახმად, შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელიც არის საქართველოს მიწის ფონდის შესახებ ამ წესით გათვალისწინებული მონაცემების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონული სისტემა. „მონაცემთა ერთიან ბაზაში აღირიცხება საქართველოს მიწის ფონდის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების შესახებ მიღებული ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის...
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტი ღია რჩება პარლამენტის ინდივიდუალური წევრებისთვის ხელმოსაწერად. როგორც დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო 6 თვე იყო რთული და გრძელი პროცესი, თუმცა შეთანხმების მიღწევა საქართველოს წარმატებას ნიშნავს. "ბოლო 6 თვე იყო რთული და გრძელი პროცესი. კომპრომისის მიღწევა იყო რთული, მაგრამ მადლობელი ვართ შარლ მიშელის, ასევე სალომე ზურაბიშვილის, რომელმაც უმასპინძლა დღეს ამ საღამოს. ეს შეთანხმება რჩება ღია ინდივიდუალური...
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, 2019 წლიდან, ქალაქ ზუგდიდში 67 ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდებოდა, საიდანაც 40 ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა და 27 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების საერთო ღირებულება 68.7 მლნ. ლარია, საერთო სიგრძე კი 77.3 კმ. „მათ შორის ზუგდიდში ცენტრალური გზების: აღმაშენებლის, სოხუმის, რუსთაველისა და ბერიას ქუჩების რეაბილიტაცია განხორციელდა,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ