2021 წელს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია 2 დაწყებითი სკოლის მშენებლობას განახორციელებს
როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ, 15 და 20 მოსწავლეზე გათვლილი საგანმანათლებლო დაწესებულებები სოფელ გურძაულსა და ზედა დეკანაშვილებში აშენდება.
მათივე ცნობით, ახალი სკოლები სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის
რუსთავის ინოვაციების ჰაბი პარტნიორებთან ერთად აცხადებს იდეების კონკურსს - „იდეიდან წარმატებამდე“ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის და სათემო ჯგუფებისთვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბოლნისის, დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სათემო ჯგუფებს.
შერჩევის პროცესში, უპირატესობა მიენიჭება ისეთ იდეებს, რომლებიც იქნებიან მდგრადი კოვიდ-19 პანდემიის მსგავს კრიზისულ სიტუაციებში.
"საპროექტო იდეების ატვირთვა უნდა მოხდეს პლატფორმაზე www.orbeliani.net. შეცვალე შენი ქალაქი-ის კატეგორიაში.
პროექტის ფარგლებში, მოხდება გამარჯვებული იდეის დაფინანსება მისი ღირებულების 90%-ით.
იდეების...
მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვახაში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაიგება 2,9 კმ ცემენტ-ბეტონის გზა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 874 349 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „ნიუპოვერი“ ასრულებს.
სამუშაოების პირველი ეტაპი 2020 წელს განხორციელდა.
სამუშაოების მიმდინარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ.
მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო...
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში მუნიციპალური ავტობუსები ფასიანი გახდება. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის დავით ქსოვრელიშვილის ინფორმაციით, მაისის თვის ბოლოდან მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის საფასური, 40- დან 50 თეთრამდე იქნება.
” ამჟამად მიმდინარეობს გაჩერების ადგილების მოწყობა. 30 უკვე დასრულებულია, კიდევ 37 უნდა მოწესრიგდეს. პროცესის დასრულებისთანავე, სატესტო რეჟიმი დამთავრდება და მგზავრობა ფასიანი იქნება. მაისის ბოლოსათვის, საკითხი იქნება გადაწყვეტილი. ვფიქრობთ, მგზავრობის საფასური...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10 სოფელში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, საკომუნიკაციო ქსელისა და ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
სოფელი ხაშმი (ე.წ აგარაკები) - შერჩევა-შეფასების ეტაპი;
სოფელი ნინოწმინდა-წყაროსთავი - ხელშეკრულება დადებულია, ბიუჯეტი -8 389 000 ლარი;
სოფელი პატარძეული - მიმდინარე სამუშაოები , ბუიუჯეტი - 8 775 000 ლარი;
სოფელი თოხლიაური, დიდი და პატარა ჩაილური-გამოცხადებულია ტენდერი, ბიუჯეტი -14 428 220 ლარი;
სოფელი მანავი - მიმდინარე, ბიუჯეტი - 8 422 475...
ბათუმში, თამარის დასახლებაში, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩეხი ექსპერტები იმუშავებენ, - ამის სსახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკაელა მარკსოვასთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„ბათუმში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვმასპინძლობთ. მნიშვნელოვანია ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა.
• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 1 ან 2 წევრისგან - 17 000 ლარის ნაცვლად, 22 000 ლარი;
• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 3 წევრისგან - 21 000 ლარის ნაცვლად, 25 000 ლარი;
• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 4 წევრისგან - 23 000 ლარის ნაცვლად,...
თელავში ერისთავის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მათი თქმით, სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუჩა გადათხარეს, რის გამოც გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.
“რამდენიმე დღეა, რაც ქუჩა გადათხარეს, დღეს საერთოდ არ მოსულან, აქ ფეხითაც კი შეუძლებელია გადაადგილება. ტრანსპორტის გავლაზე ხომ საუბარი არ არის. ვითხოვთ, რომ მალე დასრულდეს სამუშაოები”,- განაცხადა ერისთავის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებელმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის...
ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას დეტალურად გამოიკვლევენ და არეალს ნარჩენებისგან დაასუფთავებენ.
ზღვისპირა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩეხი ექსპერტები იმუშავებენ.
სწორედ ამას ეხება მემორანდუმი რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა.
სამუშაო ვიზიტით რეგიონში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცა.
ევროკავშირის მხარდაჭერით CENN და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აცხადებენ საგრანტო კონკურსს #ვაძლიერებთერთმანეთს წალკის ახალგაზრდებისათვის. ინფორმაციას წალკის მერია ავრცელებს.
კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი გამორჩეული პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას და მათ ჩართულობას ადგილობრივი თემის ცხოვრებაში.
ერთი გრანტის მაქსიმალური თანხა შეადგენს 3,000 ევროს ექვივალენტს ლარში
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია წალკის მუნიციპალიტეტის 18-დან 35-წლამდე ახალგაზრდებს
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ...
მცხეთაში, არსებულ სკვერებს კიდევ ერთი განახლებული სკვერი შეემატა. დასრულდა ღართიკარის დასახლებაში არსებული სკვერის რეაბილიტაცია. განახლდა ბილიკები, დაიდგა ახალი სკამები და შემოიღობა რკინის კონსტრუქციებით.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდა, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ანბა” ახორციელებდა. სახელშეკრულებლო თანხამ 34 989 ლარი შეადგინა.
სრული „ლოკდაუნი“ არ განიხილება. დინამიკის მიხედვით, შესაძლოა, განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მან რეგიონში არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
"ბოლო დღეებში არსებული დინამიკა არის საკმაოდ საყურადღებო. დღეს იქნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და ვიმსჯელებთ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია, მათ შორის მესამე ტალღის მართვის ნაწილში, თუმცა კიდევ ერთხელ...
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TİKA), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის თანამშრომლობის ფარგლებში, ზუგდიდში, ადგილობრივ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, პესტიციდები, ჰერბიციდები და აგროქიმიკატები გადასცა.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში (კოკი, ორსანტია, რიყე, ანაკლია, განმუხური, რუხი, შამგონა, ხურჩა) მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის აგრარული საქმიანობის მხარდაჭერას და...
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მრჩეველთა საბჭო წარადგინა.
მერის მრჩეველთა საბჭო საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შეირჩა. მერმა მრჩეველთა საბჭოს ის მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები გააცნო, რომელთა განხორციელება ქუთაისშია დაგეგმილი, ასევე ისაუბრა ქალაქში ჩატარებულ და მიმდინარე სამუშაოებზე.
„საზოგადოებას წარვუდგინეთ მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრები და ასევე ვისაუბრეთ იმ საქმიანობებზე, რომლებიც მოვალეობის შესრულებიდან დღემდე განხორციელდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ წევრს იმიტომ, რომ გამოეხმაურენ ჩემს შეთავაზებას“,...
თელავის ისტორიულ მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე პანკისის ხეობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ღონისძიების ფარგლებში, გაერო-ს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი, აფშან ხანი და ევროკავშირის ელჩები კახეთის რეგიონს სტუმრობენ.
მხარეებმა ეთნიკური ქისტებით დასახლებული პანკისის ხეობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს და ერთობლივი თანამშრომლობის მიმართულებებზე შეთანხმდნენ.
„გაეროს ბავშვთა ფონდი მოხარულია კახეთის რეგიონში სტუმრობით. ჩემთან ერთად არიან სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატები. ეს არის...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 344 ფაქტი გამოვლინდა.
როგორც შსს იუწყება, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 პირი დააჯარიმა. მათივე ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































