ევროკავშირის მხარდაჭერით CENN და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აცხადებენ საგრანტო კონკურსს #ვაძლიერებთერთმანეთს წალკის ახალგაზრდებისათვის. ინფორმაციას წალკის მერია ავრცელებს.
კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი გამორჩეული პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას და მათ ჩართულობას ადგილობრივი თემის ცხოვრებაში.
ერთი გრანტის მაქსიმალური თანხა შეადგენს 3,000 ევროს ექვივალენტს ლარში
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია წალკის მუნიციპალიტეტის 18-დან 35-წლამდე ახალგაზრდებს
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3wXtVO1
განაცხადების ჩაბარება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2021 წლის 10 მაისისა, 18:00 სთ. დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.