დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა.
• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 1 ან 2 წევრისგან – 17 000 ლარის ნაცვლად, 22 000 ლარი;
• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 3 წევრისგან – 21 000 ლარის ნაცვლად, 25 000 ლარი;
• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 4 წევრისგან – 23 000 ლარის ნაცვლად, 28 000 ლარი;
• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 5 წევრისგან – 26 000 ლარის ნაცვლად, 31 000 ლარი;
• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 6 წევრისგან – 29 000 ლარის ნაცვლად, 34 000 ლარი;
• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 7 წევრისგან – 32 000 ლარის ნაცვლად, 37 000 ლარი;
• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 8 წევრისგან – 35 000 ლარის ნაცვლად, 40 000 ლარი, ხოლო ყოველ შემდეგ წევრზე დამატებით 3000 ლარი.
მიმდინარე წელს, დევნილთა სააგენტო „სოფლად სახლს“ 1200-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდის.