2021 წელს ახალი საცხოვრებელი 3000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა. მინისტრის განმარტებით, სამინისტრომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება განახორციელა. განსახლების კრიტერიუმები კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა და მაქსიმალურად მოერგო დევნილთა საჭიროებებს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, პირველი რიგის დევნილებს, რომლებსაც უშუალოდ შეეხოთ დევნა, განსახლების პროცესის დროს მიენიჭებათ...
საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების წესის ცვლილებაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ცვლილების მიზანია, პროგრამამ უკეთ გამოავლინოს მოწყვლადი და სიღარიბის ზღვარზე მყოფი პირები. „სტატუსის მინიჭების პროცესი უნდა გახდეს მეტად გამჭვირვალე და ობიექტური, რათა დახმარება მიიღონ რეალური საჭიროების მქონე ადამიანებმა და არავინ დარჩეს სახელმწიფოს მხარდაჭერის მიღმა. ადმინისტრირების ნაწილში ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევამციროთ განცხადების დაწერიდან დახმარების გაცემამდე...
თბილისის მერიამ ნაძალადევის რაიონში ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. მერის თქმით, პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომლის სამუშაოებსაც კომპანიები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ უკვე აწარმოებენ. „როდესაც სამუშაოების პირველი ეტაპი - წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზგაყვანილობის ქსელების შეცვლა დასრულდება, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დაიწყებს სამუშაოების განხორციელებას. ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი...
ოფიციალურად გამოცხადებულ უქმე დღეების პერიოდში თბილისის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სამსახური საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე ფუნქციონირებას არ შეწყვეტს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 4-8 მაისი და 10-11 მაისი განისაზღვრა უქმე დღეებად. აღნიშნულ პერიოდებში შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება, თუმცა ეს შეზღუდვა თბილისის ტაქსის არ ეხება. „გარდა ამისა, ამავე პერიოდში მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სამსახური არ შეწყვეტს ფუნქციონირებას საზოგადოების...
მინდა თბილისში გარე განათება მთლიანად განვაახლოთ - მიმდინარე კვირას „თბილსერვის ჯგუფი“ ტენდერს გამოაცხადებს, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით გარე განათების განახლებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის შედეგად ქალაქი ძალიან დიდ ეკონომიას მიიღებს, რაც სწორი ნაბიჯია. „გარე განათების გეგმა ითვალისწინებს ქალაქის ქუჩების განათების 3 კატეგორიად დაყოფას. ამ პროექტის განხორციელების მიზნით, მიმდინარე კვირას „თბილსერვის ჯგუფი“ ტენდერს...
თბილისის მერია კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის კონცეფციის შესამუშავებლად მუშაობას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის დაწყება დაავალა. როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქში მწვანე სივრცეების შექმნასა და არსებულის მოვლა-პატრონობას დიდი ყურადღება ეთმობა. „არავის მოგვწონდა ის, რაც წინა წლებში ხდებოდა - მიზანმიმართული განადგურება რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების, რომლის გამოყენება შემდეგ სამშენებლო...
თბილისის შვიდ რაიონში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად კიდევ 55 ოჯახს გადაეცემა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების საკუთრებაში გადაცემა მიულოცა და წარმატებები უსურვა. „ჩვენ დიდი ხანია დაწყებული გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამა - ფართების დაკანონება, რითაც ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. დღეს 55 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადავცემთ იმ საცხოვრებელ ფართებს, რომლებშიც...
პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ შშმ სტატუსის მინიჭების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი მოდელის მიხედვით, შშმ სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იქნება არამხოლოდ სამედიცინო დიაგნოზზე, არამედ პირის ფუნქციურ შესაძლებლობებზე. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ცვლილების პილოტირება უკვე დაწყებულია საქართველოს რამდენიმე რეგიონში. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ახალი მექანიზმი ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა...
ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლება N4 ვ და გ კორპუსების მოძველებული კომუნიკაციები იცვლება. "პროექტის ფარგლებში, 270 გრძივ მეტრზე წყალარინებისა და წყალსადენის ახალი ქსელი მოეწყობა, ასევე, 4 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ კი, კორპუსების ეზოში ასფალტის საფარი დაიგება. ინფრასრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროექტით პრობლემები 96 ოჯახს მოუგვარდება", - განმარტავენ გამგეობაში.
კრწანისის რაიონში ხანძთელის ქუჩაზე ავარიულ სახლს კაპიტალურად ამაგრებენ. გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ძველი სახურავი ახლით უკვე გამოიცვალა, სრულდება სარდაფში მიწის სამუშაოები, საძირკვლის რკინა-ბეტონით გამაგრება , და პარალელურად მიმდინარეობს მთლიანი ფასადის, ეზოს, აივნებისა და კიბისა რეაბილიტაცია. "აღნიშნული სახლი, სადაც 14 ოჯახი ცხოვრობდა ხანძრის შედეგად დაიწვა და გამგეობამ მისი სრული რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული კაპიტალური გამაგრებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 263 102 ლარი გამოიყო", - განმარტავენ...
მიზნობრივ სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი გაგრძელდება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, მორატორიუმის საშუალებით, მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს უპირობოდ შეუნარჩუნდა სოციალური დახმარება. „რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვყო ის მნიშვნელოვანი საქმიანობა, რომელიც სამინისტრომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განახორციელა. მოგეხსენებათ, რომ მიზნობრივ სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი გაგრძელდება. მორატორიუმის...
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რამდენიმე მისამართზე დაასრულა. გამგეობის ინფორმაციით, ამჯერად, სამუშაოები არსენას ქ. 2N8-ში, მაჭავარიანის ქ. N1-ში და წავკისის ველის დასახლებაში განხორციელდა. "პროექტის ფარგლებში, შიდაკვარტლურ ეზოებში ამორტიზებული ასფალტის საფარი ახლით შეიცვალა და მოეწყო ბორდიური. სამუშაოები, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტაქტორმა კომპანიამ შეასრულა", - განმარტავენ გამგეობაში.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციაზე უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის, სამინისტრო კოვიდვაქცინაციის პუნქტების რაოდენობას ზრდის, სადაც პროცესი უსაფრთხოების უმაღლესი ზომების დაცვით წარიმართება. როგორც მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა, უახლოეს მომავალში, ვაქცინაციის მხარდამჭერ პროცესებში ახალგაზრდები ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით ჩაერთვებიან. „სახელმწიფო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ვაქცინებით მოსახლეობის შეუფერხებლად უზრუნველყოფისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს „ფაიზერის“ მილიონი დოზის მოწოდების ვადების დაზუსტება. მაისის ბოლომდე ჩვენ დამატებით მივიღებთ „ასტრაზენეკას“ 86 000...
ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ახლად დამტკიცებული ალგეთი-სადახლოსა და რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთების დაფინანსების პროექტით იზრდება ამ უწყების დახმარება ქვეყნისადმი. ამასთან ერთად, ხდება საგზაო კავშირის გამყარება სომხეთსა და აზერბაიჯანთან, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ირაკლი ქარსელაძე EIB-ის გუნდს საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „მიხარია, რომ გიზიარებთ ევროპის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის ძალიან...
ევროპის საინვესტიციო ბანკი და საქართველოს მთავრობა შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაფართოების და ქვეყნის ინფრასტრუქტურის სფეროში ორი მსხვილი პროექტის დაფინანსების შესახებ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ფარგლებში,- ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ტერეზა ჩერვინსკა განმარტავს, ევროპის საინვესტიციო ბანკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ალგეთი-სადახლო და რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთებს დააფინანსებს. „პანდემიით განპირობებული ყველა სირთულისა და შეზღუდვების...
დაბა ხულოს განვითარების პროექტის მეორე ეტაპი იწყება - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადდა. პროექტი დავით მამულაძის ქუჩაზე საყრდენი კედლისა და საფეხმავალო ბილიკის მოწყობას ითვალისწინება. "სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია არსებული საფეხმავლო ბილიკის გაგრძელება. გზის ქვედა და ზედა ნაწილში საყრდენი კედლების გაკეთება, რომელზეც მოეწყობა ბუნებრივი ფლეთილი დეკორატიული ქვები. გაკეთდება განათებები და დამონტაჟდება მოსასვენებელი სკამები....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ