მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რამდენიმე მისამართზე დაასრულა.
გამგეობის ინფორმაციით, ამჯერად, სამუშაოები არსენას ქ. 2N8-ში, მაჭავარიანის ქ. N1-ში და წავკისის ველის დასახლებაში განხორციელდა.
“პროექტის ფარგლებში, შიდაკვარტლურ ეზოებში ამორტიზებული ასფალტის საფარი ახლით შეიცვალა და მოეწყო ბორდიური. სამუშაოები, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტაქტორმა კომპანიამ შეასრულა”, – განმარტავენ გამგეობაში.