სანზონის დასახლებაში კორპუსების ქსელების რეაბილიტაცია გრძელდება

256

ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლება N4 ვ და გ კორპუსების მოძველებული კომუნიკაციები იცვლება.

“პროექტის ფარგლებში, 270 გრძივ მეტრზე წყალარინებისა და წყალსადენის ახალი ქსელი მოეწყობა, ასევე, 4 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ კი, კორპუსების ეზოში ასფალტის საფარი დაიგება.

ინფრასრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროექტით პრობლემები 96 ოჯახს მოუგვარდება”, – განმარტავენ გამგეობაში.