დაბა ხულოს განვითარების პროექტის მეორე ეტაპი იწყება

652

დაბა ხულოს განვითარების პროექტის მეორე ეტაპი იწყება – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადდა. პროექტი დავით მამულაძის ქუჩაზე საყრდენი კედლისა და საფეხმავალო ბილიკის მოწყობას ითვალისწინება.

“სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია არსებული საფეხმავლო ბილიკის გაგრძელება. გზის ქვედა და ზედა ნაწილში საყრდენი კედლების გაკეთება, რომელზეც მოეწყობა ბუნებრივი ფლეთილი დეკორატიული ქვები. გაკეთდება განათებები და დამონტაჟდება მოსასვენებელი სკამები. სრულად რეაბილიოტირდება სანიაღვრე არხები და საკანალიზაციო სისტემები”, – აცხადებენ ხულოს მერიაში.

სარეაბილიტაციო ქუჩის მონაკვეთის სიგრძე 326 მეტრს შეადგენს, რომლის ბიუჯეტი 1 057 850 ლარია.