კრწანისის რაიონში ხანძთელის ქუჩაზე ავარიულ სახლს კაპიტალურად ამაგრებენ.
გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ძველი სახურავი ახლით უკვე გამოიცვალა, სრულდება სარდაფში მიწის სამუშაოები, საძირკვლის რკინა-ბეტონით გამაგრება , და პარალელურად მიმდინარეობს მთლიანი ფასადის, ეზოს, აივნებისა და კიბისა რეაბილიტაცია.
“აღნიშნული სახლი, სადაც 14 ოჯახი ცხოვრობდა ხანძრის შედეგად დაიწვა და გამგეობამ მისი სრული რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნული კაპიტალური გამაგრებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 263 102 ლარი გამოიყო”, – განმარტავენ გამგეობაში.