სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, “მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” მიმწოდებელთან ბაზრის კვლევის გარეშე 122,581 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, სადაც არ იყო განსაზღვრული რამდენიმე მნიშვნელოვანი მომსახურების დეტალური სპეციფიკაცია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, კომპანია მომსახურების მიღება-ჩაბარების ეტაპზე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა მიღებული მომსახურების სისრულესა და ხარისხზე. "აღნიშნული გარემოებების გამო, სახელმწიფო აუდიტის...
„მთის კურორტების განვითარების კომპანიაში" 2018-2019 წლებში კომპანიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების თანხობრივმა მოცულობამ 133,000 ლარი შეადგინა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, ამასთანავე, VIP მომხმარებლებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების ღირებულების ჯამმა 128,000 ლარი შეადგინა. “კომპანიამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტის სახით შექმნილი აბონემენტებით უფასოდ მოსარგებლე პირთა სრული სია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა თანამშრომელთა ოჯახის წევრების და VIP მომხმარებლების იდენტიფიცირება...
2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე ამნისტიის გამოცხადების გარდა, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაც იგეგმება. “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად, ფრაქცია “ქართული ოცნება“ პარლამენტს “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ პროექტს წარუდგენს, რომლის მიხედვით, ჯარიმისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელსაც სახდელის აღნიშნული სახე 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაეკისრა. ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, პირს...
“ამნისტიის შესახებ“ “ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს. ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. პარლამენტში რეგისტრირებულ კანონპროექტს უცვლელად გთავაზობთ: “ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით...
ჩვენ და ტურიზმის ადმინიტრაცია იმუშავებს სხვადახვა ასოციაციასთან, ეს არის ტურისტული ასოციაცია, რესტორატორთა ასოციაცია და სასტუმროების ასოციაციები, იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების და მოხდეს მათი ორგანიზებული ნებაყოფლობითი ვაქცინაცია , - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ის ორგანიზაციები და კომპანიები, სადაც დასაქმებულების უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული ჩაითველება...
პრემიერმინისტრის დავალებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის კონტექსტში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება, რადგან ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე, რათა სრულიად მსოფლიომ შეიტყოს, რომ საქართველოს ტურისტული ინდუსტრია კოვიდ-უსაფრთხოა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამშაბათს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ძალიან სწრაფად...
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ მცდარი­ ინფორმაცია გავრცელდა დედაქალაქის გარეგანათების სისტემის განახლების მიზნით, LED სანათების შესყიდვის თაობაზე. დედაქალაქია მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მცდარ და შეგნებულად დამახინჯებულ ინფორმაციას დედაქალაქის გარეგანათების სისტემის განახლების მიზნით, LED სანათების შესყიდვის თაობაზე. აღნიშნული მედიასაშუალების მიხედვით, თბილისის მერია თითქოს გეგმავს 33 000 ნათურის 65 მლნ ლარად შესყიდვას, რაც...
თბილისში, საბურთალოს რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 55 პროექტი მიმდინარეობს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 615 504 ლარია გამოყოფილი. საბურთალოს გამგეობის ცნობით, სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები 9 მისამართზე ხორციელდება. კედლები და ჭერი გაილესება და შეიღებება. სადარბაზოს რემონტი ხუთ მისამართზე უკვე დასრულდა. 21 ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ლიფტების კაბინები, ბაგირი და ელექტროძრავა განახლდება. 17 ლიფტი კი, უკვე...
წელს აჭარაში 2000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი უფასოდ დამუშავდება. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა წელსაც გრძელდება. რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეუძლიათ. პროგრამის ფარგლებში აჭარაში 2000 ჰა ფართობზე მეტი დამუშავდება. ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 700 ჰა ფართობი. ფერმერების ხელშეწყობის მიზნით ეს ინიციატივა შარშან პირველად, კოვიდპანდემიის დროს განხორციელდა....
გორის მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონული აუქციონზე აღმაშენებლის გამზირზე, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიას ასხვისებს. 78 კვადრატული მეტრი ფართობი ტერიტორიის საწყისი ფასი უწყებამ 10 000 ლარით განსაზღვრა. "პრივატიზაციიდან 2 წლის ვადაში მოხდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება; მიწის ნაკვეთზე შესაძლებელია მხოლოდ ერთსართულიანი შენობის მშენებლობა" , - ვკითხულობთ აუქციონის პირობებში. ვაჭრობის ბიჯი 1000 ლარია.
გორში, სამეფო ქუჩის დასაწყისში არსებულ ხიდს, რომელიც სადგურის დასახლებას უკავშირდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისთვის ტენდერი გამოაცხადა. "ისტორიული უბნის ტერიტორიაზე, სამეფოს ქუჩის დასაწყისში მდ. მტკვარზე განთავსებული ხიდის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის უნდა მომზადდეს დეტალური მუშა პროექტი, საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებისას უნდა დაზუსტდეს ხიდის პირვანდელი სახე მისი აღდგენის მიზნით" , - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 11 000 ლარია.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლებმა, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასა და თავისუფალი თეატრის სახატვრო ხელმძღვანელ ავთო ვარსიმაშვილთან ერთად, თავისუფლების მოედნის მეტროსა და თავისუფალი თეატრის მიმდებარედ არსებული ხეივნისთვის ნიკო გომელაურის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს, საზოგადოებრივი სივრცე დაათვალიერეს და მისი თემატური მოწყობისა და რეაბილიტაციის პერსპექტივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. უწყების ცნობით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ამაშუკელის...
გორში სტალინის გამზირისა და ჭავჭავაძის ქუჩის საფეხმავალო სივრცეების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს იმერმშენი ასრულებს. მერია აღნიშნულ კომპანიას 837 000 ლარს უხდის. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ სამუშაოების შესასრულებლად 4-თვიანი გეგმა გაწერა. საფეხმავლო სივრცეების მოწყობას 14 კვირა ანუ 98 დღე დასჭირდება, ხოლო მოაჯირის მოწყობის სამუშაოებს 6 კვირა ანუ 42 დღე. ხელშეკრულება მერიასა და კომპანიას შორის 31 მარტს გაფორმდა. "მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს შპს სამშენებლო სამმართველო N1-ს 5 სხვადასხვა ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის ჯამური ღირებულება 3 156 688 ლარია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. აღნიშნული კომპანიის მეწილეები ნუგზარ და ნუკრი აბალაკები არიან. მათ 60,000-60,000 ლარი მმართველ პარტიას 2016 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში გადაურიცხეს. კომპანიის მესამე მეწილემ, შოთა აბულაძემ კი 60,000 ლარი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა. აღნიშნული...
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებს უნიფორმებს შეუძენენ. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ამისთვის ბიუჯეტიდან 29 000 ლარია გათვალისწინებული. ტრანსპორტის სააგენტოს ამ თანხაში სურს შეიძინოს, 153 ერთეული ლურჯი ფერის კეპი, ამავე ფერის მაისური ლურჯი ღილებით-173 ცალი და 40- ლურჯი ფერის ჟილეტი. "მაისური მუქი ფირუზისფერი ლურჯი, მოკლე მკლავით, სწორი სილუეტით; უნდა იკვრებოდეს 3 ცალ ლურჯ ღილზე,ჟილეტი-მუქი ლურჯი(ნაცრისფერი ელფერით), უნდა იკვრებოდეს ლურჯი ფერის ელვა შესაკრავით, რომელიც უნდა დაიფაროს სარქველით, რომელსაც უნდა ჰქონდეს...
წინა სტატია მარნეულში, საკრებულოს შენობასთან, სადაც მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ, პოლიციამ 6 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ექვსივე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული. ცნობისთვის, მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები მარნეულში, საკრებულოს შენობასთან აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლება მისი ძმის, გიორგი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ