გორში საფეხმავლო სივრცის მოსაწყობად კომპანიას 4 თვე სჭირდება

380

გორში სტალინის გამზირისა და ჭავჭავაძის ქუჩის საფეხმავალო სივრცეების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს იმერმშენი ასრულებს. მერია აღნიშნულ კომპანიას 837 000 ლარს უხდის. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ სამუშაოების შესასრულებლად 4-თვიანი გეგმა გაწერა. საფეხმავლო სივრცეების მოწყობას 14 კვირა ანუ 98 დღე დასჭირდება, ხოლო მოაჯირის მოწყობის სამუშაოებს 6 კვირა ანუ 42 დღე.

ხელშეკრულება მერიასა და კომპანიას შორის 31 მარტს გაფორმდა.

“მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში” , – ვკითხულობთ ხელშეკრულებაში. გამოდის, რომ თუ აღნიშნული სამუშაოები გეგმის მიხედვით განხორციელდება, რეაბილიტაცია ივლისის ბოლომდე უნდა დასრულდეს.