2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე ამნისტიის გამოცხადების გარდა, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაც იგეგმება.
“ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად, ფრაქცია “ქართული ოცნება“ პარლამენტს “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ პროექტს წარუდგენს, რომლის მიხედვით, ჯარიმისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელსაც სახდელის აღნიშნული სახე 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაეკისრა.
ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, პირს არ დაუბრუნდება.