გორში სამეფო ქუჩის და სადგურის დასახლების დამაკავშირებელ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

500

გორში, სამეფო ქუჩის დასაწყისში არსებულ ხიდს, რომელიც სადგურის დასახლებას უკავშირდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

“ისტორიული უბნის ტერიტორიაზე, სამეფოს ქუჩის დასაწყისში მდ. მტკვარზე განთავსებული ხიდის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის უნდა მომზადდეს დეტალური მუშა პროექტი, საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებისას უნდა დაზუსტდეს ხიდის პირვანდელი სახე მისი აღდგენის მიზნით” , – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 11 000 ლარია.