გორის მერია აღმაშენებლის გამზირზე ტერიტორიას აუქციონზე ყიდის

628

გორის მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონული აუქციონზე აღმაშენებლის გამზირზე, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიას ასხვისებს.

78 კვადრატული მეტრი ფართობი ტერიტორიის საწყისი ფასი უწყებამ 10 000 ლარით განსაზღვრა.

“პრივატიზაციიდან 2 წლის ვადაში მოხდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება; მიწის ნაკვეთზე შესაძლებელია მხოლოდ ერთსართულიანი შენობის მშენებლობა” , – ვკითხულობთ აუქციონის პირობებში.

ვაჭრობის ბიჯი 1000 ლარია.