გორის ციხის საექსპოზიციო კონცეფციისა და ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აცხადებს კონკურსს გორის ციხის საექსპოზიციო კონცეფციისა და ვიზიტორთა სივრცეების დიზაინის განსავითარებლად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ "სატენდერო პაკეტი", რომელიც მოიცავს ყველა საჭირო ელემენტს, გორის ციხის მსოფლიო კლასის ისტორიულ ადგილად გადასაქცევად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ხელმოწერილი საკონკურსო შეთავაზება PDF ფორმატში უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე :GESPProcurementInbox@dai.com
კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2021 წლის 24...
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ბოლო წლების განმავლობაში, ქუთაისში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის არის ქალაქის 24-საათიანი წყალმომარაგება და ორზოლიანი მაგისტრალი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისის მსგავსად, გასული წლიდან წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება ზუგდიდს, ჭიათურას და წნორს. ამასთან, ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც 2.6 მლრდ ლარის პროექტებს ახორციელებს.
რაც შეეხება...
გორში, ავტოსადგომის ტერიტორიაზე გზის მონაკვეთის რეაბლიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული სამუშაოებისთვის 60 580 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ გზის რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაასრულოს.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული ავტოსადგომის მშენებლობა გასული წლის შემოდგომით დასრულდა. სამუშაოებისთვის 951 000 ლარი დაიხარჯა.
თელავის აგრარული ბაზრის მფლობელი, პანკისის ხეობის მკვიდრი ჯაბრაილ ხანგოშვილი ხელისუფლებას მის საკუთრებაში არსებული სავაჭრო ობიექტის წართმევის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
მისი თქმით, მის წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო პროცესის უკან, ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან. დღეს ხანგოშვილმა ოჯახის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, სოფელ დუისში აქცია გამართა და მასზე ზეწოლის შეწყვეტა მოითხოვა.
“ცდილობენ ბაზარი წამართვან. რამდენიმე ყოფილ თანაშრომელს აჩივლინეს და ეხმარებიან სასამართლოში. ჩემი...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, კურორტ წყალტუბოს განვითარების პროექტთან დაკავშირებით სივრცითი მოწყობის კონცეფციის დამუშავება მიმდინარეობს.
როგორც ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომპონენტი.
„წყალტუბოსთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს კონცეფციის დამუშავება, რაც სივრცით მოწყობას ეხება. საუბარია სივრცით მოწყობაზე, სადაც მძლავრადაა წარმოდგენილი როგორც ეკონომიკური კომპონენტი, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომპონენტი. ამ შემთხვევაში ჩვენს ამოცანას წარმოადგენს იმ ბალანსის...
„სოფლის განვითარების სააგენტო“ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად დაზღვეული მიწის საშუალო ფართობი შეადგენს 15,800 ჰექტარს და ეს რიცხვი მზარდია, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰექტარი.
„პროგრამა ითვალისწინებს სადაზღვევო პოლისის ღირებულების თანადაფინანსებას:
ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე 70%-ს; ხოლო ვაზზე, 50%-ს.
აგროდაზღვევა ერთადერთი...
ჩუმლაყში, ახაშენსა და ველისციხეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 60 ათასი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
სახალხო კრებების მეშვეობით, ჩუმლაყის მოსახლეობის უმრავლესობამ სოფელში ცენტრალური სკვერის შემოღობვა მოითხოვა. ახაშენში სანიაღვრე არხები გაიწმინდება და გარეგანათების სისტემა მოეწყობა, ველისციხეში კი ახალი საბავშვო სკვერი გაკეთდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სამუშაოები გურჯაანის სოფლებში თვის ბოლოდან დაიწყება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ პირველი ეტაპისთვის 500 მლნ ლარია განსაზღვრული, საიდანაც 300 მლნ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.
როგორც ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არქიტექტურული და ურბანული პროექტების მოსამზადებლად უკვე გამოცხადებულია ტენდერები და სამუშაოების განხორციელება რეგიონებში ზაფხულში დაიწყება.
„მთლიანად პროგრამა 500 მლნ ლარის ოდენობითაა განსაზღვრული პირველი ეტაპის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით ხდება 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება ამ მიმართულებით...
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი, ხოლო ამ ომში მარჩენალდაკარგულ პირებს -300 ლარი გადაურიცხა.
თბილისის მერიის ცნობით, 9 მაისთან დაკავშირებით, მატერიალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 115-მა ვეტერანმა და ამ ომში მარჩენალდაკარგულმა 52-მა პირმა მიიღო.
ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4–11 მაისი უქმეებად არის გამოცხადებული, რის გამოც, მიმდინარე წელს,...
ყურადღების მიღმა დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ქობულეთში. ადგილობრივ ხელისუფლებას ეტლით მოსარგებლეები და უსინათლოები მხედველობიდან რჩება. თან, ამ ადამიანებმა პრობლემაზე საუბარი რომ მოინდომონ, მირიან ქათამაძესთან შესვლასაც ვერ შეძლებენ, რადგან მერიასთან მისასვლელიც კი არაადაპტირებულია. გამოდის, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ხალხის ფულს ძირითადად ისე ხარჯავს, რომ ხალხის საჭირობები არ ახსოვს. უწყებაში პრობლემის სიმწვავეს ვერ ხედავენ, სამაგიეროდ ამაზე ღიად საუბრობენ...
მთავრობის მიერ დაწესებული სასაფლაოებზე გასვლის სამ დღიანი შეზღუდვა მოიხსნა.
შეზღუდვის გაუქმების მიუხედავად რუსთავის სასაფლაოზე ხალხის სიმცირე იყო. მუნიციპალურ სასაფლაოზე რამდენიმე ადამიანს თუ დაინახავდით, რომლებიც თავიანთი მიცვალებულების საფლავებს სარეველა ბალახებისგან ასუფთავებდნენ, ან სააღდგომოდ წითელი კვერცხითა და პასკით პატივს მიაგებდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით,...
დაბა ოჩხამურში, ყოფილი მეურნეობის ბინებში მცხოვრებ, დაახლოებით 2000-ოჯახს, წლებია სასმელი წყლის პრობლემა აქვს. ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი წერს.
დღეს, ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას და მერიას დახმარებას სთხოვენ.
"გაუსაძლის პირობებში ვართ, ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭირო წყალი წყაროდან მოგვაქვს, რომელიც საკმაოდ შორსაა. ისიც არ ვიცით, ის წყალი, რომელიც გრაფიკით მოგვეწოდება სასმელად ვარგისია თუ არა. ხშრად ონკანში ბინძური წყალი...
შუახევში მოსწავლე ახალგაზრდობისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებისთვის სივრცე ერთ შენობაში მოეწყობა. ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი წერს.
აშენდება სამ სართულიანი შემინული, თანამედროვე დიზაინის შენობა, რომლის პირველ სართულზე სააქტო დარბაზი, მეორეზე- სახელოვნებო სკოლა, ხოლო მესამეზე - მოსწავლე ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი სივრცე მოეწყობა. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. მშენებლობისთვის 600 000-მდე ლარია გათვალისწინებული და მისი მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი.
თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება, კოვიდკლინიკებში 5 910 საწოლიდან 1 500-მდე თავისუფალია, დანარჩენი კი დაკავებულია. განსაკუთრებით მაღალია დატვირთვის მაჩვენებელი თბილისში.
მისივე განმარტებით, საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც შემთხვევების მატებასთან ერთად იზრდება.
„წინასწარი პროგნოზით, მაისის შუა რიცხვები არის გათვალისწინებული პიკური მაჩვენებლებისთვის. დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის, ეს არის...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიური სურათის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, ქვეყანაში დამატებითი ღონისძიებები გატარდეს.
გაბუნიას თქმითვე, ეპიდემიურ ვითარებაზე მობილობის შეზღუდვა პირდაპირ აისახება.
"მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმი, რომელიც ახლა მოქმედებს, ეს არის უქმე დღეები 12 მაისამდე, რა თქმა უნდა, ამას ექნება გარკვეული ეფექტი და ეპიდემიური სურათის გათვალისწინებით, შესაძლოა, დადგეს საკითხი დამატებითი ღონისძიებების შესახებ. კონკრეტულად, რა დამატებითი ღონისძიება დაგვჭირდება, ამასთან დაკავშირებით, დღეს...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ გაფუჭებული ოთხი პრინტერი და ერთი დრონი შეაკეთა. მარნეულის მერიამ გაფუჭებული ტექნიკის შეკეთებისათვის გამარტივებული შესყიდვა ინდმეწარმე ედუარდ ტუნიანთან გააფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით, ოთხი პრინტერის შეკეთების ხარჯებმა 470 ლარი შეადგინა, ხოლო დრონის შეკეთება, რომელსაც შეუცვალეს ფრთები და კორპუსი და შეუკეთეს პლატა, 680 ლარი დაჯდა. მარნეულის ადგილობრივმა თვითმმართველობამ პრინტერებისა და დრონების შეკეთებისათვის 1 150 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 26 აპრილს გააფორმა.
26...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































