გორში, ავტოსადგომის ტერიტორიაზე გზის მონაკვეთის რეაბლიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული სამუშაოებისთვის 60 580 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ გზის რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაასრულოს.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული ავტოსადგომის მშენებლობა გასული წლის შემოდგომით დასრულდა. სამუშაოებისთვის 951 000 ლარი დაიხარჯა.