გორის ციხის საექსპოზიციო კონცეფციის შესაქმენლად კონკურსი გამოცხადდა

875

გორის ციხის საექსპოზიციო კონცეფციისა და ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აცხადებს კონკურსს გორის ციხის საექსპოზიციო კონცეფციისა და ვიზიტორთა სივრცეების დიზაინის განსავითარებლად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ “სატენდერო პაკეტი”, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო ელემენტს, გორის ციხის მსოფლიო კლასის ისტორიულ ადგილად გადასაქცევად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ხელმოწერილი საკონკურსო შეთავაზება PDF ფორმატში უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე :GESPProcurementInbox@dai.com

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2021 წლის 24 მაისი, 18:30 სთ.