მთავრობის მიერ დაწესებული სასაფლაოებზე გასვლის სამ დღიანი შეზღუდვა მოიხსნა.
შეზღუდვის გაუქმების მიუხედავად რუსთავის სასაფლაოზე ხალხის სიმცირე იყო. მუნიციპალურ სასაფლაოზე რამდენიმე ადამიანს თუ დაინახავდით, რომლებიც თავიანთი მიცვალებულების საფლავებს სარეველა ბალახებისგან ასუფთავებდნენ, ან სააღდგომოდ წითელი კვერცხითა და პასკით პატივს მიაგებდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალებოდა და ამ წესის დამრღვევი პირი 2000 ლარით ჯარიმდებოდა.