ქარსელაძე: “განახლებული რეგიონების პროგრამის” პირველი ეტაპისთვის 500 მლნ ლარია განსაზღვრული, საიდანაც 300 მლნ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო

458

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ პირველი ეტაპისთვის 500 მლნ ლარია განსაზღვრული, საიდანაც 300 მლნ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.

როგორც ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არქიტექტურული და ურბანული პროექტების მოსამზადებლად უკვე გამოცხადებულია ტენდერები და სამუშაოების განხორციელება რეგიონებში ზაფხულში დაიწყება.

„მთლიანად პროგრამა 500 მლნ ლარის ოდენობითაა განსაზღვრული პირველი ეტაპის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით ხდება 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება ამ მიმართულებით და შესაბამისი ტენდერები უკვე გამოცხადებულია. გამოვლინდებიან გამარჯვებული არქიტექტურული და ურბანული კომპანიები, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან როგორც არქიტექტურული და ურბანული პროექტების მომზადებაში, ასევე სამუშაოების წარმოებაში. გეგმის შესაბამისად, უკვე ზაფხულშია გათვალისწინებული აქტიური სამუშაოების დაწყება, რომ რაც შეიძლება მალე იყოს ხელმისაწვდომი განახლებული უბნები და არეალები, მთელი რიგი მდებარეობები, ახალი მიზიდულობის ცენტრები ჩვენი მოსახლეობისთვის და იმედს ვიტოვებთ, ეს გამოწვევები მალე გადაილახება და ტურისტიც მრავლად იქნება“, – განაცხადა ქარსელაძემ.