2021 წელს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება

443

„სოფლის განვითარების სააგენტო“ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად დაზღვეული მიწის საშუალო ფართობი შეადგენს 15,800 ჰექტარს და ეს რიცხვი მზარდია, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰექტარი.

„პროგრამა ითვალისწინებს სადაზღვევო პოლისის ღირებულების თანადაფინანსებას:
ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე 70%-ს; ხოლო ვაზზე, 50%-ს.

აგროდაზღვევა ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელიც აგინაზღაურებთ: სეტყვით; ქარიშხლით; წყალდიდობითა და საშემოდგომო ყინვით მიყენებულ ზარალს!

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი,
ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰექტარი. პროექტში საქართველოში მოქმედი 8 სადაზღვევო კომპანიაა ჩართული. დაიჭირე თადარიგი, დააზღვიე მოსავალი! დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს, ან დაგვიკავშირდი ცხელ ხაზზე:1501“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.