დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, პანდემიის დასრულება რთული იქნება. "ჯერჯერობით, მესამე ფაზის კვლევა ბავშვებზე, ანუ 12 წლის ზემოთ, აქვს მხოლოდ ფაიზერს გაკეთებული. შეაჩერა ეს ასტრაზენეკამ და კიდევ რამდენიმე კომპანიამ. ჩემი ინფორმაციით, ამერიკის წამლის სააგენტოს, ჯერჯერობით, ბავშვებში გამოყენებაზე დასტური გაცემული არ ჰქონდა. კანადას რასაც მეუბნებით შეიძლება არის მესამე ფაზის კვლევა და ეს არ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე საქართველოში ეპივითარების გაუარესებას პროგნოზირებს. "ახალი შემთხვევები აღდგომამდე ქეიფებმა მოიტანა. აღდგომის ქეიფი თავის შედეგს გამოიღებს, დაახლოებით, 10 დღეში", — განაცხადა იმნაძემ გადაცემა თავისუფალ სივრცეში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში ოჯახში ძალადობის 2 270 ფაქტი გამოვლინდა. მსხვერპლთა შორის 1 875, ანუ 83% ქალი იყო. უწყების მიერ, იგივე პერიოდში, გამოვლენილია 2 141 ოჯახში მოძალადე — 1 818 კაცი, ხოლო 323 ქალი. ინფორმაციას on.ge ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში შსს-ს მიერ აღრიცხული ოჯახში ძალადობის შემთხვევების სტატისტიკა მზარდია, რაც, არ არის გამორიცხული, რომ დაზარალებულების მიერ სამართალდამცავი უწყებებისთვის გაზრდილ მიმართვიანობასაც უკავშირდებოდეს....
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ახერხებს, რომ ინფიცირებულთა ოდენობის ზრდის ფონზე, პანდემია ბიზნესის ჩაკეტვის გარეშე მართოს. "ჩვენ დღეს ვახერხებთ ძალიან რთული ამოცანის ამოხსნას - ჩვენ შარშან ასეთ დროს, როცა ინფიცირების მაჩვენებელი იყო შედარებით მაღალი, ამას ვარეგულირებდით ბიზნესების ჩაკეტვით, საკმაოდ მკაცრი ჩაკეტვები იყო, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიულ ობიექტებს ეს არ ეხებოდა. წელს ჩვენ იმავე ამოცანას ვახერხებთ, რომ მივაღწიოთ, ანუ ვმართოთ...
სამართალდამცავების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 379 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 69 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის...
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, უწყება მუშაობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირების იდენტიფიცირება და მათთვის დახმარების აღმოჩენა. როგორც მან ჟურნალსტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფად დასრულდეს ვაქცინაციის პროცესი და ამჟამად დახურული ეკონომიკის სექტორები გაიხსნას. „მძიმე პანდემიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში გადაიზარდა. რა თქმა უნდა, ამას თავისი ასახვა აქვს, მათ შორის ჩვენს მოქალაქეებზე. ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტრო მუშაობს,...
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა დაიწყო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 8.3 მილიონი ლარია. მიმდინარე სამუშაო პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. „რეალურად ეს არის ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოემსახურება როგორც პროფესიონალებს, ისე მომავალ თაობას. ქუთაისს შესანიშნავი ტრადიციები აქვს საწყლოსნო სახეობებში და ეს ოლიმპიური აუზი ახალი სტიმული იქნება კიდევ...
დიდუბის რაიონში მწვავედ ავარიული საცხოვრებელი სახლების კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ფიფიების ქუჩა N8ბ-ში, გორის ქუჩა N4-სა და თევდორე მღვდლის ქუჩა N42-ში მდებარე სახლებს სრული გამაგრება უტარდება. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართებზე სარდაფებში მიწის სამუშაოები სრულდება, საძირკველი რკინა-ბეტონით მაგრდება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აივნებს და შეიცვლება დაზიანებული კარ-ფანჯარა. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა გაეცნო და ადგილობრივ...
ხევსურეთის 12 სოფლამდე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუძლებელია - ამის შესახებ bm.ge-ის შატილში მაცხოვრებლებმა განუცხადეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხევსურეთის მასშტაბით გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემდეგ გზების გაწმენდა გართულდა, რის გამოც მათ ტრანსპორტით გადაადგილება უჭირთ. მათი განმარტებით, ისეთი სოფლების მაცხოვრებლები როგორებიცაა ლებაისკარი, კისტანი, გიორგიწმინდა, შატილი, წუქიო, მუცო, ხონისჭალა, ხონე, არდოტი, ანდაქი, არჭილო და ხახაბო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გზებზე არსებული პრობლემების გამო ვერ გადაადგილდებიან....
ქუთაისში ი. ჭავჭავაძის გამზირის N 46 ა და N 48 შორის და ამავე გამზირის N 48 და N 50 შორის სკვერის მოსაწყობად მერია 115 469 ღირებულების ტენდერს აცხადებს. წინადადებების მიღება 11-დან 14 მაისი ჩათვლით განხორციელდება. ქუთაისში ი. ჭავჭავაძის გამზ. N46ა და N48 შორის სკვერის მოწყობის სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 35894,51 ლარს. ამავე გამზირის  N48 და N50 შორის სკვერის მოწყობის ღირებულება...
ქუთაისის ტრადიციული დღესასწაული "გვირილობა" წელსაც მინიმალური პროგრამით ტარდება. კორონავირუსის პანდემიის გამო ქალაქში, ძირითადად, გამოფენები და მცირე მასშტაბის პერფორმანსებია დაგეგმილი. 2 მაისს, ქალაქის ტრადიციული დალოცვის რიტუალი ჩატარდა ბაგრატის ტაძარში. ლოცვა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ აღავლინა. 12 საათიდან გაიმართა ფოტოგამოფენები, სადაც წარმოდგენილი იყო ქუთაისელი მხატვრების ფოტოები ქუთაისის შესახებ, ასევე, გამოიფინა სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები. 13 საათზე დაგეგმილი იყო სამი ოთარის ძეგლის ტრადიციული...
ტყიბულში უფასო სასადილოს ბენეფიციარები მომსახურების ხარისხს და კვების რაციონს აპროტესტებენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ბენეფიციარები აცხადებენ, რომ უფასო სასადილო მათი ერთადერთი საარსებო საშუალებაა და ამიტომ კვებას ყოველდღიურად მოითხოვენ. ასევე, აპროტესტებენ სააღდგომოდ გაცემულ ნობათს და განმარტავენ, რომ ორი დღის საკვებად ორი პასკა და ათი კვერცხი დაურიგეს. "დღესასწაულებზე მშიერი ვრჩებით. ჩვენი ძირითადი საკვები თევზი, გუფთა და ბორშია", - აცხადებენ ისინი. უფასო სასადილოს ხარისხით კმაყოფილია...
ასოციაცია “ანიკა” შშმ პირებისთვის სოციალური სერვისების გაფართოებას გეგმავს. ასოციაცია პროექტს ევროკავშირის დახმარებით „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან“ ერთად განახორციელებს. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს. პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ორგანიზატორებმა პრეზენტაცია პლატფორმა „ზუმის“ საშუალებით ვირტუალურად წარადგინეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ პროექტი 3 წლიანია, ის 4 რეგიონში (აჭარა, გურია, იმერეთი და კახეთია) განხორციელდება, ბიუჯეტი კი 977 268 ევროა. პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხესა და ყელქცეულში ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნები მოეწყობა. მერიამ შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. უფლისციხეში მოედნის მოწყობისთვის უწყებამ 75 000 ლარი გაითვალისწინა, ხოლო ყელქცეულისთვის 110 000 ლარი. ტენდერებზე წინადადებების მიღება 10 მაისს სრულდება. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 60 კალენდარული დღე ექნება.
ვაქცინაცია არის მთავარი იარაღი იმისთვის, რომ დამარცხდეს ეპიდემია და აქ პოზიტიური ქცევის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ აღნიშნა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის გარკვეული სტიმულების დაწესება განიხილება, როგორებიც არის, მაგალითად შეზღუდვებისგან გათავისუფლება. „არის ასევე საუბარი ბიზნესის წახალისებაზე, იმისთვის რომ მათ შექმნან ეპიდემიურად უსაფრთხო გარემო და მთავარი აქცენტი აქ გადავა იმაზე, რომ მომხმარებელმა იცოდეს,...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, წელს 4 სპორტული კომპლექსის, მათ შორის ერთი ოლიმპიური აუზის მშენებლობა დაიწყო და მიმდინარე წელი ამ თვალსაზრისით გამორჩეულია. მან ქუთაისის სპორტკომპლექსის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი შენატანი, რასაც მთავრობა არა მხოლოდ ჯასაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებითვის, არამედ სპორტული მიღწევების კიდევ უფრო განვითარებისთვის აკეთებს. „სპორტ-კომპლექსების მშენებლობის თვალსაზრისით წლევანდელი წელი ნამდვილად გამორჩეულია. წელს 4...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ