ქარსელაძე: წელს 4 სპორტული კომპლექსის, მათ შორის ერთი ოლიმპიური აუზის მშენებლობა დაიწყო

507

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, წელს 4 სპორტული კომპლექსის, მათ შორის ერთი ოლიმპიური აუზის მშენებლობა დაიწყო და მიმდინარე წელი ამ თვალსაზრისით გამორჩეულია. მან ქუთაისის სპორტკომპლექსის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი შენატანი, რასაც მთავრობა არა მხოლოდ ჯასაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებითვის, არამედ სპორტული მიღწევების კიდევ უფრო განვითარებისთვის აკეთებს.

„სპორტ-კომპლექსების მშენებლობის თვალსაზრისით წლევანდელი წელი ნამდვილად გამორჩეულია. წელს 4 სპორტული კომპლექსის, მათ შორის ერთი ოლიმპიური აუზის მშენებლობა დაიწყო. ეს არის ქუთაისის ოლიმპიური აუზი, ზუგდიდის, რუსთავის და ახალციხის სპორტკომპლექსები. რეალურად, ეს არის ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, როგორც პროფესიული და ჩამოყალიბებული კოლექტივებისთვის ვარჯიშის და ახალი წარმატებების მიღწევის შესაძლებლობა, ამავდროულად, ბავშვებისთვის იმ აუცილებელი, საუკეთესო პირობების შექმნა, რომლის ფარგლებშიც ისინი ნამდვილად დიდ წარმატებას მიაღწევენ. მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისში ოლიმპიური აუზი კიდევ უფრო დიდი სიმბოლიზმის მატარებელია იმ დიდი ტრადიციებიდან გამომდინარე, რაც ქუთაისს გააჩნია და იმ დიდი წვლილისგან, რომელიც ქუთაისმა და ქუთაისელმა მოცურავეებმა, წყალბურთელემა, წყალში მხტომელებმა აქამდე გააკეთეს, ასეთი კომპლექსის გარეშე ხდებოდა ეს და უკვე ამ კომპლექსის აშენების პირობებში ეს წარმატება კიდევ უფრო დიდი იქნება, ქუთაისს კიდევ უფრო ძლიერი გუნდები ეყოლება და ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ნაკრებები. წინ არის ახალი წარმატებები ევროპის, მსოფლიო და სხვა ასპარეზზე და ოლიმპიადებზე“,-განაცხადა ქარსელაძემ.

მისი თქმით, აუზი სრულად პასუხობს თანმედროვე მოთხოვნებს აუცილებელი ინფასტრუქტურის თვალსაზრისით.

„მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული აუზის და სპორტ- კომპლექსების მშენებლობა არის მნიშვნელოვანი შენატანი, რასაც მთავრობა არა მხოლოდ ჯასაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებითვის აკეთებს, არამედ სპორტული მიღწევების კიდევ უფრო განვითარებისთვის და ახალი მიღწევების შექმნისთვის, რაც აქამდეც იყო და კიდევ უფრო მეტი იქნება“,-განაცხადა ქარსელაძემ.